Image Alt

წიგნები

ანგელოზები და დემონები

27,90 

წიგნი მოგვითხრობს ილუმინატების საიდუმლო ორდენზე, რომელიც შუა საუკუნეებში სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა ოფიციალურ ეკლესიას. ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ ლეგენდაა უძველესი წარსულიდან? მაშინ ბნელით მოცულ გარემოებაში ცერნში მოკლული მეცნიერის მკერდზე რატომ არის ამოტვიფრული ილუმინატების სიმბოლო? რა კავშირი აქვს ყოველივე ამას რომის პაპის გარდაცვალებასთან და კონკლავის დღეს გატაცებულ ოთხ კარდინალთან?

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941302268 კატეგორია: ჭდე:

ა.შ.შ.

დენ ბრაუნი

დაიბადა 1964 წელს

დენ ბრაუნი  დაიბადა ეგზეტერში, ნიუ ჰემპშირში. ის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მწერალია, რაც 2003 წელს „და ვინჩის კოდის“ გამოსვლამ განაპირობა. დღემდე ამ უკანასკნელის ათეულობით მილიონი, დენ ბრაუნის სხვა წიგნების კი 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

მის წიგნებს დიდი მითქმა-მოთქმა და კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. ეს განსაკუთრებით ითქმის „და ვინჩის კოდზე“, რომელსაც ანტიქრისტიანულობას სწამებდნენ. თავად ავტორი მისი და მისი წიგნების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს არ ეთანხმება. მისი აზრით, ტექსტს დადებითი ეფექტი უნდა გამოეწვია და საინტერესო თემებზე წამოეჭრა დისკუსია.

აღწერა

მთარგმნელი:გია ბერაძე

ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის, „და ვინჩის კოდის“, „ინფერნოს“, „დაკარგული სიმბოლოს“ ავტორის , დენ ბრაუნის მისტერია – „ანგელოზები და დემონები“ მისი ერთ-ერთი ბესტსელერია, რომელიც უამრავ ენაზეა თარგმნილი და მრავალ მილიონ ეგზემპლარადაა გაყიდული.

წიგნი მოგვითხრობს ილუმინატების საიდუმლო ორდენზე, რომელიც შუა საუკუნეებში სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა ოფიციალურ ეკლესიას. ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ ლეგენდაა უძველესი წარსულიდან? მაშინ ბნელით მოცულ გარემოებაში ცერნში მოკლული მეცნიერის მკერდზე რატომ არის ამოტვიფრული ილუმინატების სიმბოლო? რა კავშირი აქვს ყოველივე ამას რომის პაპის გარდაცვალებასთან და კონკლავის დღეს გატაცებულ ოთხ კარდინალთან?

ჰარვარდიდან რომში მიწვეული სიმბოლოების უდიდესი ექსპერტი, პროფესორი ლენგდონი და მისი მეწყვილე, გარდაცვლილი მეცნიერის ქალიშვილი ვიტორია ვეტრა გამოძიებას იწყებენ. ისინი „ილუმინატების“ სახელით ცნობილი საიდუმლო საძმოს ფერფლიდან აღდგენის მტკიცებულებას აღმოაჩენენ: ილუმინატებმა მოიპარეს საშიში იარაღით აღჭურვილი კონტეინერი და მზად არიან, ომი გამოუცხადონ  დაუძინებელ მტერს – კათოლიკურ ეკლესიას.

ამ წიგნში დაუჯერებელი ამბები ხდება…

ISBN 9789941302268
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

719

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.644 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.