Image Alt

წიგნები

ამერიკული ზღაპრები

9,90 

“ამერიკული ზღაპრები” იმ შორეული ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს, სადაც დათო ტურაშვილმა ასი დღე გაატარა საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამით.

მარაგში

საქართველო

დათო ტურაშვილი

დაიბადა 1966 წელს უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ - ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, სადაც სწავლობდა ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას.

პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1991 წელს; გამოცემული აქვს რამდენიმე რომანი.

მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ, მაკედონიურ, თურქულ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ და ჩეხურ ენებზე.

მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა (2008) საუკეთესო პიესისათვის შავი კეტები.

დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ბესტსელერად მიიჩნევა მისი რომანი ჯინსების თაობა, რომლის მიხედვით დადგმული სპექტაკლიც თავისუფალ თეატრში რამდენიმე წელია, რაც სრული ანშლაგით მიმდინარეობს.

აღწერა

“ამერიკული ზღაპრები” იმ შორეული ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს, სადაც დათო ტურაშვილმა ასი დღე გაატარა საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამით.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ერთი შეხედვით დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, მასში ძნელი გასარჩევია, სად მთავრდება რეალობა და იწყება გამონაგონი, ამიტომ “ამერიკული ზღაპრები” ერთდროულად მცირე რომანიცაა და ზღაპარივით მოყოლილი ისტორიაც, რადგან, ავტორის თქმით, ამერიკაში ზღაპარსა და რეალობას შორის ზღვარი თითქმის არ არსებობს.

ხმოვანი ვერსიის ნაწყვეტის მოსასმენად დააჭირე აქ

ISBN 9789941233272
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2010

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

172

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,167 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.