Image Alt

წიგნები

ალქიმიკოსი

8,90 

ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს ,,ალქიმიკოსი” თანამედროვე კლასიკად არის აღიარებული და რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება.

მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს.

მარაგშია

არტიკული: 9789941236938 კატეგორია: ჭდე:

ბრაზილია

პაულო კოელიო

დაიბადა 1947 წელს

პაულო კოელიო დაიბადა  რიო დე ჟანეიროში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული იყო წერითა და სწრაფად ათვისების უნარით. წერისათვის მან რამდენიმე სასკოლო ჯილდოც მოიპოვა. 14 წლის პაულომ, რომელზეც იმ დროს დიდ გავლენას ახდენდა დიდი ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს შემოქმედება, გადაწყვიტა, რომ დიდი მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდა ავტორმა თვითდისციპლინის გამოსამუშავებლად და და სხეულის გასაკაჟებლად ერთი ზაფხული სამხედრო ბანაკში გაატარა.

კოელიო მოზარდობიდან მეამბოხე იყო და ამის გამო მშობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაამწესეს, სადაც ელექტროშოკური თერაპიაც კი დაუნიშნეს, თუმცა ამის შემდგომ პაულომ თავისი ხასიათი შემოქმედებაში გადაიტანა და საკუთარ თავსაც სწორედ ხელოვნებაში ეძიებდა. მან ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

მისი მთავარი წარმატება 80-იანი წლების მიწურულს „ალქიმიკოსის“ გამოქვეყნებას უკავშირდება, რომელიც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბესტსელერი გახდა მთელ მსოფლიოში. ეს ნაწარმოები 80-ზე მეტ ენაზე გამოიცა, რის გამოც გინესის რეკორდების სიაშია შესული.

აღწერა

მთარგმნელი: მზია გელაშვილი

ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს ,,ალქიმიკოსი” თანამედროვე კლასიკად არის აღიარებული და რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება.

​მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს.

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.156 kg
ზომები 1.5 × 13 × 20 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941236938

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

13.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

132

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.