25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

სარბიელში 2

12,90 

ყველასათვის ცნობილი მწერალი, აკა მორჩილაძე, იგივე გიო ახვლედიანი 1995 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა სპორტულ გაზეთ “სარბიელში” ე.წ. მესვეტედ და სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს სპორტის თითქმის ყველა სახეობის, უმეტესად კი ფეხბურთის შესახებ. ამ 14 წლის განმავლობაში ათასობით სტატია დაიწერა, რომელთა წიგნად გამოცემის იდეაც “სარბიელის” რედაქტორს, ზურაბ მეძველიას მოუვიდა აზრად. სწორედ მან შეკრიბა ძველი წერილები, გადაარჩია და ეს უზარმაზარი მასალა 10 ტომზე დაიყვანა. ახლა ამ ათტომეულის მეორე წიგნს ვთავაზობთ მკითხველს. მასში მოთავსებულია 1998 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნებული წერილები

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941158537 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

აკა მორჩილაძე

დაიბადა 1966 წელს

აკა მორჩილაძე გიორგი ახვლედიანის ფსევდონიმია. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის კრიტიკოსი, სპორტული ჟურნალისტი და მიჰყავდა რამდენიმე ტელეგადაცემა: უცნობი საქართველო, იონას საქართველო, თბილისის კართან. პირველად მკითხველის ყურადღება დაიმსახურა თავისი სადებიუტო რომანებით მოგზაურობა ყარაბაღში და ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები.

ამ ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაიღეს ფილმები.

გამოცემულია მისი ოცამდე რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებული. რომანებმა მოგზაურობა ყარაბაღში, სანტა-ესპერანსა, მადათოვი, ობოლე, მესაიდუმლის ქამარი, ქართულის რვეულები, ჩრდილი გზაზე, ძველი გულებისა და ხმლისა, Maid in Tiflis, მამლუქი, კუპიდონი კრემლის კედელთან დიდი მოწონება დაიმსახურა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ეს ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, იტალიურ და სხვა ენებზე.

აკა მორჩილაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი ყოველი რომანი განსაკუთრებულია და ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სტილით, თხრობის მანერითა და ისტორიით. პროფესიით ისტორიკოსი, იგი კარგად იცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას; მოგვითხრობს ისეთი ამბების შესახებ, რომლებიც თითქოს გაუგონარი და უცხოა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ახლობელი და გასაგებია მკითხველისათვის.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო წარდგენილი იყო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, აკა მორჩილაძემ წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა.

რომლითაც მან დასავლეთს ქართული კულტურა და მწერლობა დაანახვა და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ქართველი მკითხველი.

აკა მორჩილაძეს რამდენჯერმე მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო რომანისთვის: შენი თავგადასავალი (2003), სანტა-ესპერანსა (2005), ვენერას სიზმარი (2006), Maid in Tiflis (2008), ობოლე (2012), კუპიდონი კრემლის კედელთან (2019) და, ასევე, ილიაუნის ლიტერატურული პრემია რომანისთვის მამლუქი (2010).

მწერალი ამჟამად ცხოვრობს და საქმიანობს ლონდონში.

აღწერა

ყველასათვის ცნობილი მწერალი, აკა მორჩილაძე, იგივე გიო ახვლედიანი 1995 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა სპორტულ გაზეთ “სარბიელში” ე.წ. მესვეტედ და სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს სპორტის თითქმის ყველა სახეობის, უმეტესად კი ფეხბურთის შესახებ. ამ 14 წლის განმავლობაში ათასობით სტატია დაიწერა, რომელთა წიგნად გამოცემის იდეაც “სარბიელის” რედაქტორს, ზურაბ მეძველიას მოუვიდა აზრად. სწორედ მან შეკრიბა ძველი წერილები, გადაარჩია და ეს უზარმაზარი მასალა 10 ტომზე დაიყვანა. ახლა ამ ათტომეულის მეორე წიგნს ვთავაზობთ მკითხველს. მასში მოთავსებულია 1998 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნებული წერილები

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.277 kg
ზომები 1.5 × 11.5 × 21.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941158537

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2013

ფორმატი

12.00 X 21.50

გვერდების რაოდენობა

288

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „სარბიელში 2“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *