Image Alt

წიგნები

აღმოსავლეთით

10,90 

„იქ, სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე“ – ვინ არის ამ სტრიქონების ავტორი? ვინ დაწერა თოთხმეტი ლექსი, რომელსაც „ელენე დარიანის დღიურების“ სახელით ვიცნობთ? ცნობილმა პოეტმა პაოლო იაშვილმა თუ უცნობმა ქალმა ელენე ბაქრაძემ? რატომ არასდროს სრულდება დავა ლექსების ავტორის შესახებ? რისთვის რჩება საიდუმლო საიდუმლოდ? რატომ დუმდნენ ელენე ბაქრაძე და პაოლო იაშვილი? რატომ არასოდეს დაუჩემებიათ ლექსების ავტორობა? ირინა, თამთა მელაშვილის რომანის გმირი, ელენე დარიანის საუკუნოვანი საიდუმლოს გახსნას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობა მისივე პირადი ცხოვრებით განპირობებული ინტერპრეტაციაა, ხოლო ალტერნატიული მითი დარიანის შესახებ ჩვენ თვალწინ იბადება.

მარაგში

საქართველო

თამთა მელაშვილი

დაიბადა 1979 წელს

თამთა მელაშვილი ქართველი მწერალი, მკვლევარი, ლექტორი და ფემინისტი აქტივისტია. თუმცა, უჭირს "მწერლის" იარლიყის მორგება და როგორც თვითონ ამბობს, ტერმინ "ავტორს" უფრო ეპოტინება.

უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების განხრით მიიღო.

ბავშვობიდან წერს, თუმცა, აქტიურად წერა გერმანიაში ერთწლიანი ცხოვრების დროს დაიწყო, როდესაც მოიწყინა და საქართველო მოენატრა.

პირველი ნაწარმოები ვებ-პორტალ lit.ge-ზე გამოაქვეყნა. მოთხრობა ერთი და ორი ამავე პორტალის 2006 წლის კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ ანთოლოგიაში 15 საუკეთესო დაბეჭდა.

2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გენდერული კვლევების მიმართულებით, 2009 წელს კი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიატი გახდა.

თამთას პირველ რომანს გათვლა (2010) წლის საუკეთესო მოვლენად მოიხსენიებდნენ, რომელმაც ლიტერატურული პრემია საბა (2011) და Deutscher Jugendliteraturpreis (2013) მოიპოვა. გათვლას მოჰყვა აღმოსავლეთით (2015), შაშვი შაშვი მაყვალი (2021) კი თამთას მესამე რომანია, რომელიც მისი სხვა ნაწარმოებების მსგავსად მარგინალიზებული ქალის ხმას გვაგონებს.

მწერლობასა და აქტივიზმს ლექტორობასაც უთავსებს. მისი ლექციების მოსმენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს 2012 წლიდან შეუძლიათ.

აღწერა

„იქ, სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე“ – ვინ არის ამ სტრიქონების ავტორი?

ვინ დაწერა თოთხმეტი ლექსი, რომელსაც „ელენე დარიანის დღიურების“ სახელით ვიცნობთ?

ცნობილმა პოეტმა პაოლო იაშვილმა თუ უცნობმა ქალმა ელენე ბაქრაძემ?

რატომ არასდროს სრულდება დავა ლექსების ავტორის შესახებ?

რისთვის რჩება საიდუმლო საიდუმლოდ?

რატომ დუმდნენ ელენე ბაქრაძე და პაოლო იაშვილი? რატომ არასოდეს დაუჩემებიათ ლექსების ავტორობა?

ირინა, თამთა მელაშვილის რომანის გმირი, ელენე დარიანის საუკუნოვანი საიდუმლოს გახსნას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობა მისივე პირადი ცხოვრებით განპირობებული ინტერპრეტაციაა, ხოლო ალტერნატიული მითი დარიანის შესახებ ჩვენ თვალწინ იბადება.

ეს წიგნი რომანის მეორე გამოცემაა. თამთა მელაშვილი ასევე არის ბესტსელერების „გათვლის“ (2010) და „შაშვი შაშვი მაყვალის“ (2020) ავტორი.

ISBN 9789941309311
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

126

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.