Image Alt

წიგნები

აღმოსავლეთით

8,90 

„იქ, სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე“ – ვინ არის ამ სტრიქონების ავტორი? ვინ დაწერა 14 ლექსი, რომელსაც „ელენე დარიანის დღიურების“ სახელით ვიცნობთ? ცნობილმა პოეტმა პაოლო იაშვილმა თუ უცნობმა ქალმა ელენე ბაქრაძემ? ირინა, თამთა მელაშვილის ახალი რომანის გმირი, ელენე დარიანის საუკუნოვანი საიდუმლოს გახსნას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობა მისივე პირადი ცხოვრებით განპირობებული ინტერპრეტაციაა, ხოლო ალტერნატიული მითი დარიანის შესახებ ჩვენ თვალწინ იბადება.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941235047 კატეგორია:

საქართველო

თამთა მელაშვილი

დაიბადა 1979 წელს

თამთა მელაშვილი ქართველი მწერალი, მკვლევარი, ლექტორი და ფემინისტი აქტივისტია. თუმცა, უჭირს "მწერლის" იარლიყის მორგება და როგორც თვითონ ამბობს, ტერმინ "ავტორს" უფრო ეპოტინება.

უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების განხრით მიიღო.

ბავშვობიდან წერს, თუმცა, აქტიურად წერა გერმანიაში ერთწლიანი ცხოვრების დროს დაიწყო, როდესაც მოიწყინა და საქართველო მოენატრა.

პირველი ნაწარმოები ვებ-პორტალ lit.ge-ზე გამოაქვეყნა. მოთხრობა ერთი და ორი ამავე პორტალის 2006 წლის კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ ანთოლოგიაში 15 საუკეთესო დაბეჭდა.

2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გენდერული კვლევების მიმართულებით, 2009 წელს კი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიატი გახდა.

თამთას პირველ რომანს გათვლა (2010) წლის საუკეთესო მოვლენად მოიხსენიებდნენ, რომელმაც ლიტერატურული პრემია საბა (2011) და Deutscher Jugendliteraturpreis (2013) მოიპოვა. გათვლას მოჰყვა აღმოსავლეთით (2015), შაშვი შაშვი მაყვალი (2021) კი თამთას მესამე რომანია, რომელიც მისი სხვა ნაწარმოებების მსგავსად მარგინალიზებული ქალის ხმას გვაგონებს.

მწერლობასა და აქტივიზმს ლექტორობასაც უთავსებს. მისი ლექციების მოსმენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს 2012 წლიდან შეუძლიათ.

აღწერა

„იქ, სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე“ – ვინ არის ამ სტრიქონების ავტორი? ვინ დაწერა 14 ლექსი, რომელსაც „ელენე დარიანის დღიურების“ სახელით ვიცნობთ? ცნობილმა პოეტმა პაოლო იაშვილმა თუ უცნობმა ქალმა ელენე ბაქრაძემ? ირინა, თამთა მელაშვილის ახალი რომანის გმირი, ელენე დარიანის საუკუნოვანი საიდუმლოს გახსნას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობა მისივე პირადი ცხოვრებით განპირობებული ინტერპრეტაციაა, ხოლო ალტერნატიული მითი დარიანის შესახებ ჩვენ თვალწინ იბადება.

ISBN 9789941235047
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

126

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.142 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.