Image Alt

წიგნები

აღმართი

10,90 

ლელა ლაშხის პროზაული კრებული „აღმართი“ რვა მოთხრობას აერთიანებს. მათი საერთო თემაა ქალი და მისი ადგილი საზოგადოებაში, როგორც საქართველოში, ასევე დედამიწის სხვა კუთხეებში. ავტორი ცდილობს, ობიექტურად დაგვანახვოს სხვადასხვა სოციალური წრის ქალების მდგომარეობა, გვიჩვენოს, რა შეუძლია ქალს დღეს ან რას უქადის მას მომავალი…  

მარაგში

საქართველო

ლელა ლაშხი

დაიბადა 1982 წელს

ლელა ლაშხი, ცხოვრობს საფრანგეთში. 2013 წლიდან დღემდე, პარიზის ჟურნალისტთა სახლის წევრია.

მისი თანარეჟისორობითა და თანაავტორობით, 2014 წელს პარიზში, Théâtre Antoine-ში დაიდგა სპექტაკლი „Cours, cours encore“. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. 2012 წელი - "ლტოლვილთა სამოთხე". 2015 წელი - " გოგონა საცვლების გარეშე". 2020 წელი - "ჟაკლინი".

2018 - 2021 წლებში იყო შატო Maubuisson-ის შეფ-მზარეული. ამჟამად პარიზის მერიის სამედიცინო რესტორაციის ინსპექტორია.

აღწერა

ლელა ლაშხის პროზაული კრებული „აღმართი“ რვა მოთხრობას აერთიანებს. მათი საერთო თემაა ქალი და მისი ადგილი საზოგადოებაში, როგორც საქართველოში, ასევე დედამიწის სხვა კუთხეებში. ავტორი ცდილობს, ობიექტურად დაგვანახვოს სხვადასხვა სოციალური წრის ქალების მდგომარეობა, გვიჩვენოს, რა შეუძლია ქალს დღეს ან რას უქადის მას მომავალი…  

ქართველი მკითხველი უკვე იცნობს ლელა ლაშხის სხვა წიგნებსაც, მათ შორის მცირე რომანს „ჟაკლინი“ (2020). ავტორი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. იგი მწერალი, დრამის რეჟისორი და ფოტოჟურნალისტია. 

ISBN 9789941307492
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

130

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…