25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

აღმა, დინების წინააღმდეგ

15,90 

ფინელი ქალბატონი, ანა-ემილია ესკური ძალადობის ბუნების შესახებ არანაკლებ სულისშემძვრელ ამბებს მოგვითხრობს, ვიდრე პასტერნაკი, შალამოვი თუ სოლჟენიცინი – თავიანთ ნაწარმოებებში. წიგნის მრავალ ღირსებათა შორის უთუოდ აღსანიშნავია მრავალწახნაგოვანი ხასიათები, ლაღი თხრობა და, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია, რომლის წყალობითაც ავტორი 1936 წელს საქართველოში აღმოჩნდა.

მარაგშია

არტიკული: 9789941305894 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

მთარგმნელი: დიტო გოგოლაშვილი

ფინელი ქალბატონი, ანა-ემილია ესკური ძალადობის ბუნების შესახებ არანაკლებ სულისშემძვრელ ამბებს მოგვითხრობს, ვიდრე პასტერნაკი, შალამოვი თუ სოლჟენიცინი – თავიანთ ნაწარმოებებში. წიგნის მრავალ ღირსებათა შორის უთუოდ აღსანიშნავია მრავალწახნაგოვანი ხასიათები, ლაღი თხრობა და, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია, რომლის წყალობითაც ავტორი 1936 წელს საქართველოში აღმოჩნდა. მკითხველი შეიტყობს, როგორ შეიძლება განსაზღვროს უდანაშაულო ადამიანის ბედისწერა პოლიტიკურმა ფსიქოზმა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და ხალხის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია.

თუმცა, გადარჩენისთვის დინების წინააღმდეგ ცურვას ყოველთვის აქვს აზრი. საბჭოთა ცხოვრების წესის, სტალინური საყოველთაო ტერორის ბუნების შესაცნობად ეს წიგნი, შესაძლოა, XXI საუკუნეში ერთგვარი სახელმძღვანელოც კი აღმოჩნდეს; მით უმეტეს, რომ მოქმედება, უმეტესწილად, ქალთა სადამსჯელო ბანაკებში მიმდინარეობს. გარკვეულ ეპიზოდებში პერსონჟებად თვით სტალინი, ბერია, იაშა ჯუღაშვილი, ნადეჟდა ალილუევა და ბელადის ნათესავები გვევლინებიან, რომლებსაც ანა-ემილია ესკური პირადად იცნობდა. რომანი პირველად ფინეთში 1983 წელს გამოიცა და იმ წლის საუკეთესო ხუთწიგნეულს შორის დასახელდა. ქართულ თარგმანს მკითხველი პირველად გაეცნობა.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.28 kg
ზომები 1.5 × 14 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941305894

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2020

ავტორი

ანა ესკური

ფორმატი

14.5 X 21.5

გვერდების რაოდენობა

354

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „აღმა, დინების წინააღმდეგ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *