Image Alt

წიგნები

ადიულტერი

7,95 

ლინდამ იცის, რომ გაუმართლა. ერთი შეხედვით, იდეალური ცხოვრება აქვს. სხვების თვალში რესპექტაბელური მეუღლე, მოსიყვარულე დედა და ამბიციური ჟურნალისტია, თუმცა ყოველ დილას, თვალის გახელისას მხოლოდ აუტანელ სიცარიელეს გრძნობს.  მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მის ცხოვრებაში მოულოდნელად ვნება ჩნდება. ლინდა დგება არჩევანის წინაშე, რომელმაც შეიძლება მთელი მისი ცხოვრება შეცვალოს.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941233531 კატეგორია: ჭდე:

ბრაზილია

პაულო კოელიო

დაიბადა 1947 წელს

პაულო კოელიო დაიბადა  რიო დე ჟანეიროში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული იყო წერითა და სწრაფად ათვისების უნარით. წერისათვის მან რამდენიმე სასკოლო ჯილდოც მოიპოვა. 14 წლის პაულომ, რომელზეც იმ დროს დიდ გავლენას ახდენდა დიდი ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს შემოქმედება, გადაწყვიტა, რომ დიდი მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდა ავტორმა თვითდისციპლინის გამოსამუშავებლად და და სხეულის გასაკაჟებლად ერთი ზაფხული სამხედრო ბანაკში გაატარა.

კოელიო მოზარდობიდან მეამბოხე იყო და ამის გამო მშობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაამწესეს, სადაც ელექტროშოკური თერაპიაც კი დაუნიშნეს, თუმცა ამის შემდგომ პაულომ თავისი ხასიათი შემოქმედებაში გადაიტანა და საკუთარ თავსაც სწორედ ხელოვნებაში ეძიებდა. მან ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

მისი მთავარი წარმატება 80-იანი წლების მიწურულს „ალქიმიკოსის“ გამოქვეყნებას უკავშირდება, რომელიც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბესტსელერი გახდა მთელ მსოფლიოში. ეს ნაწარმოები 80-ზე მეტ ენაზე გამოიცა, რის გამოც გინესის რეკორდების სიაშია შესული.

აღწერა

მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი

ლინდამ იცის, რომ გაუმართლა. ერთი შეხედვით, იდეალური ცხოვრება აქვს. სხვების თვალში რესპექტაბელური მეუღლე, მოსიყვარულე დედა და ამბიციური ჟურნალისტია, თუმცა ყოველ დილას, თვალის გახელისას მხოლოდ აუტანელ სიცარიელეს გრძნობს.  მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მის ცხოვრებაში მოულოდნელად ვნება ჩნდება. ლინდა დგება არჩევანის წინაშე, რომელმაც შეიძლება მთელი მისი ცხოვრება შეცვალოს.
პაულო კოელიოს ახალი, პროვოკაციული რომანი “ადიულტერი” არის ისტორია ქალზე, რომელსაც საკუთარი ცხოვრების მონოტონურობის დარღვევის დაუოკებელი სურვილი ტანჯავს.
ცხოვრება მოგზაურობაა. არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ.

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.307 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941233531

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

328

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.