25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

33 ზღაპარი

14,90 

ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ დაატყო კვალი. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა.

მარაგში

არტიკული: 9789941305511 კატეგორია: ჭდე:

გერმანია / შვეიცარია

ჰერმან ჰესე

1877 - 1962

ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ კვალი დაამჩნია. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა.

გერმანულ ნაციზმთან შეუთავსებლობის გამო იგი შვეიცარიაში გადასახლდა და იქ აგრძელებდა მოღვაწეობას. სამშობლოდან მას უგზავნიდნენ მუქარის წერილებს და ამიტომ ჰიტლერისა და მისი რეჟიმის აღზევებასთან ერთად ჰესემ 1923 წელს შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო და იქ დასახლდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი სათანადოდ აღიარეს, მაგრამ ნაცისტური რეჟიმის მიერ დაგმობილი მისი ტექსტები კარგა ხანს გამოუქვეყნებელი რჩებოდა.

მის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოგზაურობამ ინდოეთში. ჰესე ამბობდა, რომ დასავლურზე ბევრად დიდი გავლენა ჩემზე ჩინურმა და ინდურმა ფილოსოფიამ იქონიაო.

ჰესე გატაცებული იყო ფერწერით და თავადაც ხატავდა, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა მისთვის ჰქონდა მუსიკას, რაც კარგად ჩანს მის სხვადასხვა ნაწარმოებებში.

ჰერმან ჰესე დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან გერმანულენოვან მწერლად.

აღწერა

შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა დავით კაკაბაძემ.
მთარგმნელები – რუსუდან ბეჟაშვილი, გიორგი ბრეგაძე, ლევან ბრეგაძე, რუსუდან ბრეგაძე, კონსტანტინე ზ. გამსახურდია, ნანა გოგოლაშვილი, ნატო თხილავა, დავით კაკაბაძე, ალექსანდრე კარტოზია, ბიძინა რამიშვილი, რეზო ყარალაშვილი.

ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ დაატყო კვალი. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა. „ჰერმან ჰესეს ზღაპრები ამ ჟანრის იმ სახეობას განეკუთვნებიან, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხელოვნურ ზღაპარს უწოდებენ და რომელიც ხალხური ზღაპარივით მთელი ერის სპონტანური და გაუცნობიერებელი შემოქმედების შედეგი კი არ არის, არამედ პოეტური ინდივიდუალობის ნებას ექვემდებარება. იგი, მართალია, ერთობ ხშირად გადმოიღებს ხოლმე ფოლკლორული ზღაპრის ცალკეულ ელემენტს, მოტივსა და თხრობის მანერას, მაგრამ თითქმის ყოველთვის ანადგურებს მის არსს და საბოლოოდ მაინც თვით ხელოვანის სუბიექტური ძალვისა და შემოქმედი გონის გაცნობიერებული მოქმედების პროდუქტია“.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.369 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941305511

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

416

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „33 ზღაპარი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *