Image Alt

ოფისის მენეჯერი

„სულაკაურის გამომცემლობა“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის  პოზიციაზე.

 

ძირითადი ამოცანები:

  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება
  • შემოსულ ზარებზე და ელ. ფოსტაზე პასუხის გაცემა/საჭიროებისამებრ გადამისამართება
  • ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, (ყავა, ჩაის შეთავაზება/მომზადება) ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისად გადამისამართება
  • ოფისში სამუშაო პროცესისათვის აუცილებელი გარემოს უზრუნველყოფა
  • საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების შევსება და ზედამხედველობა
  • ოფისის სისუფთავეზე ზედამხედველობა
  • შეხვედრების ორგანიზება
  • ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • MS Office პროგრამების ცოდნა

 

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა
  • კეთილგანწყობილება და თავაზიანობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ყურადღებიანობა და ოპერატიულობა
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო ადგილი: თბილისი

 

რა დაგხვდება ჩვენთან:

  • მეგობრული გუნდი, მრავალფეროვანი და საინტერესო სამუშაო, უამრავი წიგნი.

 

დაინტერესებულმა პირებმა 31 ივლისამდე გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@sulakauri.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ოფისის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

 

*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.
ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.