საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.
11 სექტემბერი 2019
ახალი
სტივ ბრიუსი

სოციოლოგია - ძალიან მოკლე შესავალი

სოციოლოგია: ძალიან მოკლე შესავალი - რევიუ

„ბრომიდები ყოველთვის ბრომიდებივით იქცევიან, ადამიანები კი შეიძლება დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას აკეთებენ“ - წერს სტივ ბრიუსი 2018 წელს, ოქსფორდის პრესის მიერ გამოცემულ წიგნში - „სოციოლოგია: ძალიან მოკლე შესავალი“.

წიგნი ახალბედებს საშუალებას აძლევს თვალი შეავლონ სოციალური სამყაროს იმ თვალუწვდენელ დიაპაზონს, რომელსაც სოციოლოგია მოიცავს, ხოლო დარგის გამოცდილ პროფესიონალებს, შეახსენებს მისი ადამიანური წარმოშობის შესახებ.

მცირე ზომის, ერთობ მოკრძალებული სათაურის მქონე წიგნი ეხება ისეთ ფართო თემებს, როგორიც არის მეცნიერული და არამეცნიერული სოციოლოგიის განსხვავებები, დანაშაულის, სოციალური კლასის, განათლების, დევიაციის, ეთიკის, რელიგიის, თანასწორობის, პოლიტიკის, იდეოლოგიისა და სოციალური თეორიის საკითხები.  ამისთვის კი ავტორი ირჩევს მარტივ ენას და მსუბუქ მიდგომას, რომლითაც პროფესიული ტერმინები და შთამბეჭდავი ფრაზები ადამიანური ყოფის, ყოველდღიურობის ამსახველად გვევლინება.

ქართულ სინამდვილეში სოციოლოგიის შესახებ ადგილობრივად მწირი ლიტერატურა მოიპოვება. შესაბამისად, მის გასაგებად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თარგმანებს. ასეთმა წიგნებმა სოციოლოგიით ახლად დაინტერესებული ადამიანი უცხო ლექსიკით კი არ უნდა შეაშინოს, არამედ, პირიქით, ის უნდა იყოს ერთგვარი გზამკვლევი სოციალური რეალობის ჩახლართულ ლაბირინთებში.  ვფიქრობ სოციოლოგიის ძალიან მოკლე შესავალი ამ ამოცანას თავს ბეჯითად ართმევს.

 

 

 

ავტორი: ქეთი სართანია

 

 

 

 

ახალი
სტივ ბრიუსი

სოციოლოგია - ძალიან მოკლე შესავალი