Image Alt

მაღაზიის თანამშრომელი თბილისსა და რეგიონებში

თუ წიგნის მაღაზიაში მუშაობა შენი ოცნებაა, გაგიმართლა – „სულაკაურის გამომცემლობა“ თანამშრომლებს ეძებს თბილისსა და რეგიონებში.

 

შენ ის ხარ, ვინც გვჭირდება, თუ:

  • გიყვარს კითხვა
  • კარგად იცნობ ჩვენი გამომცემლობის წიგნებს
  • გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა
  • წიგნების გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობ
  • იცი ინგლისური ენა

 

სამუშაო ადგილი:
თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 15 (ნახევარი განაკვეთი)
თბილისი, სულხან ცინცაძის 2 (ნახევარი განაკვეთი)
თბილისი, საბურთალოს სითი მოლი (სრული განაკვეთი)
გორი, ცხინვალის გზატკეცილი 14 (ნახევარი განაკვეთი)
ქუთაისი, ჟიული შარტავას 2 (სრული განაკვეთი)

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლიანი
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • ენერგიული
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე
  • მიზანმიმართული
  • შედეგებზე ორიენტირებული

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sulakauri.ge და სათაურის ველში მიუთითეთ მაღაზიის თანამშრომელი ჭავჭავაძის ფილიალში; მაღაზიის თანამშრომელი ცინცაძის ფილიალში; მაღაზიის თანამშრომელი სითი მოლში; მაღაზიის თანამშრომელი გორის ფილიალში; მაღაზიის თანამშრომელი ქუთაისის ფილიალში.
სასურველი ფილიალის მითითების გარეშე კანდიდატურა არ განიხილება.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2024 წელი

 

გისურვებთ წარმატებას!

 

* რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

„სულაკაურის გამომცემლობა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სულაკაურის გამომცემლობის” – ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე

ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.
ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.