იდეათეკა

რა არის იდეათეკა?

პროექტი იდეათეკა საქართველოს ბანკმა 2019 წელს წამოიწყო. მისი მიზანი იყო, რეგიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რაიონებსა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელი შეეწყო და შეექმნა განათლების შესაძლებლობა. შედეგად, პროექტმა დღესდღეობით უკვე მოიცვა 6 რეგიონი და 16 სკოლა. ამ სასწავლებლებში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მრავალფეროვანი ლიტერატურით აღჭურვილი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო. ამ შესაძლებლობით დღეს უკვე 7 ათასამდე ახალგაზრდა სარგებლობს.

იდეათეკა და სულაკაურის გამომცემლობა

იდეათეკა და სულაკაურის გამომცემლობა

„საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით სულაკაურის წიგნის მაღაზიებში იდეათეკის თარო შეიქმნა. თაროებზე ყოველკვირეულად განახლდება საინტერესო ადამიანების რეკომენდებული წიგნები, დროდადრო კი სხვადასხვა შეთავაზებითა და აქციით ისარგებლებთ.

სასურველი ლიტერატურის შერჩევა და შეძენა, მაღაზიებთან ერთად, ვებგვერდზეც შესაძლებელი იქნება. შესაძენად გამოიყენეთ კუპონის კოდი: bog-ideatheka

დათო გორგილაძის რეკომენდაცია

1200x630-3-გორგილაძე
„არსებობს თაროები, რომლებსაც გულგრილმა არ უნდა ჩაუარო. იდეათეკის თარო, სწორედ ასეთი თაროა. აქ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული წიგნებია თავმოყრილი. როგორც ამბობენ, ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანს რომ აკმარებს თავს – „სულო და გულო“.
იყოს აქ რამდენიმე ისეთი წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრების სხვადასხვა დროს ამაღელვა, მაფიქრა, გამამხნევა ან შემცვალა; რომლებსაც ხანდახან ვუბრუნდები კიდეც; რომელთა გადაფურცვლის დროს ისევ მიპყრობს განცდა, რომელიც ძალიან ჰგავს… ძალიან ჰგავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ…“  წაიკითხე ბლოგი სრულად

კვირის ფასდაკლება იდეათეკიდან