Image Alt
ჰარი პოტერის დაბადების დღე
უკვე ორ ათწლეულზე მეტია, ჯოან როულინგის საოცარი სამყარო სხვადასხვა ასაკის მილიონობით მკითხველს ხიბლავს. გასაკვირი არაფერია, მკითხველები ხომ პერსონაჟებთან ერთად გადავიდნენ ავტორის უსაზღვრო ფანტაზიით შექმნილ მაგიურ განზომილებაში!
დღეისათვის პოტერომანების რაოდენობა კიდევ და კიდევ იზრდება. თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავს „ჰარი პოტერი“, მაშინ ახლა ამისთვის საუკეთესო დროა, 31 ივლისი ხომ ჰარის დაბადების დღეა. დღე, როდესაც ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.
ჰარი პოტერი
ჰარი პოტერი

ჰარი პოტერი
ჰარი-პოტერი-ციტატა-2
ჯ.კ. როულინგი – „ჰარი პოტერის“ საყოველთაოდ აღიარებული წიგნების ავტორია. სერიის შექმნის იდეა 1990 წელს, მატარებლით მგზავრობისას დაებადა და შვიდწიგნეულის პირველი ნაწილის – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ – წერას შეუდგა, რომელიც 1997 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა.
სერიის დასრულებას კიდევ 10 წელი დასჭირდა, ის 2007 წელს ბოლო ნაწილის – „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ – გამოსვლით დაგვირგვინდა. სერიასთან ერთად ჯ.კ როულინდგმა ქველმოქმედების მიზნით კიდევ ორი მომცრო წიგნი – “ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია” და “ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი” დაწერა, მწერლის მიზანი საქველმოქმედო ორგანიზაციების, Comic Relief-ისა და Lumo-ის დახმარება იყო.
მისი თანაავტორობით დაიწერა სასცენო პიესა – „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“, რომელიც წიგნადაც გამოიცა. ჯ.კ. როულინგის ბიბლიოგრაფიის ნაწილია 2020-2021 წლებში ბავშვებისთვის დაწერილი ზღაპრები – The ickbog-ისა და The Christmas Pigs, რომლებიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მასვე ეკუთვნის ზრდასრული მკითხველებისთვის შექმნილი კრიმინალური ქრონიკები. ჯ.კ. როულინგს მრავალი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.