Image Alt

გაყიდვების არხების მარკეტინგის მენეჯერი

„სულაკაურის გამომცემლობა“ 25 წლისაა. ის მოწინავეა ქართულ საგამომცემლო სფეროში, მუდმივად ეძებს ამ სფეროთი დაინტერესებულ, ინიციატივიან, გუნდური მუშაობის მოყვარულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს და საუკეთესო სამუშაო გარემოს სთავაზობს მათ.

ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესოა – გახდი ლიტერატურული სამყაროს მეგზური „სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად.

 

„სულაკაურის გამომცემლობა“  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების არხების მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

გრაფიკი: სრული განაკვეთი

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • „სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემულ წიგნებზე კორპორატიულ ფასდაკლებას
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების თითოეული არხისთვის (როგორც შიდა, ასევე გარე) მორგებული მარკეტინგული გეგმის შექმნა და განხორციელება;
  • არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენება და ახალი საკომუნიკაციო არხების განვითარება;
  • სარეკლამო მასალის მომზადება და გასავრცელებლად სწორი საკომუნიკაციო არხის შერჩევა;
  • გარე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სატელევიზიო, ბეჭდურ და ინტერნეტ მედიასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა. მათთვის მასალის მომზადება და მიწოდება
  • მარკეტინგული აქტივობებისთვის ბიუჯეტის შედგენა, მართვა და თითოეული არხისთვის რესურსების ეფექტურად განაწილება;
  • ბაზრის ანალიზი ტენდენციების, კონკურენტების აქტივობების და მომხმარებლების ინტერესების იდენტიფიცირებისთვის;
  • მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვებისა და გამომცემლების გუნდებთან სამუშაოს ეფექტურად წარმართვისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office-ის ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
  • სოციალური ქსელების ტენდენციების ცოდნა, მათი მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენება;
  • მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები და უნარჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
  • პასუხისმგებლიანი
  • კომუნიკაბელური
  • კრეატიული
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებული

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), სარეკომენდაციო წერილი და მოკლე პასუხები თანდართულ შეკითხვებზე*  შემდეგ ელ. მისამართზე: hr@sulakauri.ge

გთხოვთ სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: გაყიდვების არხების განვითარების მარკეტინგის მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2024 წელი

*თანდართული შეკითხვები:

  1. „სულაკაურის გამომცემლობის“ რომელ თარგმნილ ნაწარმოებს გამოარჩევდით და რატომ?
  2. თქვენი აზრით, რა სარეკლამო არხებს იყენებს ამჯერად „სულაკაურის გამომცემლობა?“ რა სიახლეს შესთავაზებდით?

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

* რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

 

„სულაკაურის გამომცემლობა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სულაკაურის გამომცემლობის” – ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე

ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.
ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.