თუ გამომცემლობაში მუშაობა შენი ოცნებაა, გიყვარს წიგნების კითხვა და გაქვს ვებგვერდის მართვის გამოცდილება, გაგიმართლა: „სულაკაურის გამომცემლობა“ ვებგვერდის კონტენტ მენეჯერს ეძებს.
ვებგვერდის კონტენტ მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
● გამომცემლობის ვებგვერდებისთვის კონტენტის მოფიქრება (მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით);
● გამომცემლობის ვებგვერდებზე კონტენტისა და ვიზუალის განთავსება და განახლება (მარკეტინგის გუნდთან, დიზაინერთან და დეველოპერთან თანამშრომლობით);
● SEO ოპტიმიზაცია;
● თვის/კვარტლის ანგარიში ჩატარებული აქტივობებისა და მომხმარებლების
რაოდენობების გათვალისწინებით.
აუცილებელი უნარები:
● ვებგვერდის მართვის გამოცდილება
● გამართულად წერის უნარი
● ინგლისური ენის ცოდნა
● საოფისე პროგრამების ცოდნა
● WordPress-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად პიროვნული თვისებები და
უნარ-ჩვევები:
● მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
● კრეატიული
● ორგანიზებული
● პუნქტუალური
● გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
● ანალიტიკური აზროვნება
რა დაგხვდება ჩვენთან:
მეგობრული გუნდი, მრავალფეროვანი და საინტერესო სამუშაო, უამრავი წიგნი.
როგორ დაგვიკავშირდე:
შეავსე ქვემოთ მოცემული ფორმა ან გამოგზავნე CV მეილზე: hr@sulakauri.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
● სამუშაო ადგილი: თბილისი
● სამუშაო გრაფიკი: სრული
● ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებიდან გამომდინარე)
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი, 2022 წელი
გისურვებთ წარმატებებს!
*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს
დავუკავშირდებით.