თუ წიგნის მაღაზიაში მუშაობა შენი ოცნებაა, გაგიმართლა „სულაკაურის წიგნის მაღაზიების“ ქსელი თანამშრომლებს ეძებს.
- თუ გიყვარს კითხვა
- კარგად იცნობ ჩვენი გამომცემლობის წიგნებს
- გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა
- წიგნების გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობ
- და იცი ინგლისური ენა
მაშინ შენ ის ხარ, ვისაც ჩვენ ვეძებთ.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური
- კრეატიული
- მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
- ორგანიზებული
- პუნქტუალური
- ენერგიული
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე
- მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.
რა დაგხვდება ჩვენთან: მეგობრული გუნდი, მრავალფეროვანი და საინტერესო სამუშაო, უამრავი წიგნი.
- სამუშაო გრაფიკი: ნახევარი და სრული განაკვეთი
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ისთ-ფოინთი
როგორ დაგვიკავშირდე:
შეავსე ქვემოთ მოცემული ფორმა ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: hr@sulakauri.ge და სათაურის ველში მიუთითე მაღაზიის თანამშრომელი თბილისში, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი, 2022 წელი
გისურვებთ წარმატებებს!
*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.