თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური და აქტიურად ჩართული ლიტერატურულ პროცესებში, გახდი ჩვენი გუნდის წევრი. დაეხმარე მკითხველს არჩევანის გაკეთებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- გამოფენა-გაყიდვის დაგეგმვა;
- კორპორატიული კლიენტების მოძიება;
- მკითხველისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- პროდუქციის რეალიზაცია;
- მაღაზიის პერიოდული აღწერა;
- პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
- გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობის შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- სტრესული გარემოში გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონები
- სამუშაო განაკვეთი: სრული
როგორ დაგვიკავშირდე:
გამოგზავნე CV მეილზე: hr@sulakauri.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება ან შეავსე ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ფორმა ჩვენს საიტზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31.03.2022
კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.
გისურვებთ წარმატებებს!