Image Alt

ვაკანსია – მაღაზიის თანამშრომელი

თუ წიგნის მაღაზიაში მუშაობა შენი ოცნებაა, გაგიმართლა – სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიების ქსელი თანამშრომლებს ეძებს.

  • თუ გიყვარს კითხვა
  • კარგად იცნობ ჩვენი გამომცემლობის წიგნებს
  • გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა
  • წიგნების გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობ
  • და იცი ინგლისური ენა
  • მაშინ შენ ის ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს წიგნების გარემოცვაში
  • მეგობრულ გუნდს

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური
  • კრეატიული
  • მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • ენერგიული
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე
  • მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.

 

როგორ დაგვიკავშირდე:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sulakauri.ge და სათაურის ველში მიუთითოთ “მაღაზიის თანამშრომელი”, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება ან შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა ჩვენს საიტზე.

 

*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი, 2021 წელი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, 15

განაკვეთი: სრული

 

გისურვებთ წარმატებებს!




    ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.


    ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.