Image Alt

ვაკანსია – მაღაზიის მენეჯერი რუსთავში

სულაკაურის წიგნის ახალი მაღაზია რუსთავში-ეძებს თანამშრომელს მენეჯერის პოზიციაზე.

 

** თუ გიყვარს კითხვა

** კარგად იცნობ ჩვენი გამომცემლობის წიგნებს

** გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა

** შეგიძლია გუნდს გაუძღვე

** წიგნების გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობ

** და იცი ინგლისური ენა

მაშინ შენ ის ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება.

 

პიროვნული თვისებები და უნარჩვევები:

** კომუნიკაბელური

** კრეატიული

** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე

** ორგანიზებული

** პუნქტუალური

** ენერგიული

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე

** მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.

 

რა დაგხვდება ჩვენთან:

მეგობრული გუნდი, მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო, უამრავი წიგნი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2022 წელი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნე CV და წერილი, სადაც მოკლედ მოგვითხრობ პროექტზე ან გუნდზე რომელსაც ხელმძღვანელობდი.

მეილი: hr@sulakauri.ge

სათაურში მიუთითე „მაღაზიის მენეჯერი რუსთავში“.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.
ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.