თუ გამომცემლობაში მუშაობა შენი ოცნებაა, გიყვარს წიგნების კითხვა და კარგად იცნობ საბავშვო წიგნებს, გაგიმართლა: „სულაკაურის გამომცემლობა“ საბავშვო მიმართულებისთვის მარკეტინგის მენეჯერს ეძებს.
საბავშვო მიმართულების მარკეტინგის მენეჯერის ამოცანებია:
- საბავშვო წიგნების გამომცემლებთან ერთად საბავშვო მიმართულების განვითარება;
- საბავშვო წიგნების გამომცემლებთან ერთად კონკრეტული წიგნებისა თუ სერიების მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- ახალი საკომუნიკაციო არხების განვითარება და არსებულ არხებთან თანამშრომლობა;
- სატელევიზიო, ბეჭდურ და ინტერნეტ მედიასთან კომუნიკაცია, მათთვის მასალების მომზადება და მიწოდება;
- გაყიდვების არხებში (წიგნის მაღაზიები, ფესტივალები, სავაჭრო ცენტრები) მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- დიზაინერთან კომუნიკაცია და სხვადასხვა სარეკლამო მასალების (პოსტი, კატალოგი, ბანერი, ფლაერი…) მომზადებაში აქტიური მონაწილეობა;
- თვიური და კვარტლური ანგარიშის მომზადება.
აუცილებელი უნარები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გამართულად წერის უნარი;
- სწრაფი და გამართული კომუნიკაციის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური;
- კრეატიული;
- მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური;
- ენერგიული;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე;
- მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
რა დაგხვდება ჩვენთან:
მეგობრული გუნდი, მრავალფეროვანი და საინტერესო სამუშაო, უამრავი წიგნი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებიდან გამომდინარე)
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი, 2021 წელი
გისურვებთ წარმატებებს!
*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.