თუ გამომცემლობაში მუშაობა შენი ოცნებაა და გიყვარს წიგნების კითხვა, გაგიმართლა: „სულაკაურის გამომცემლობა“ ონლაინ კონსულტანტს ეძებს.
ონლაინ კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
- მომხმარებლებამდე სწორი ინფორმაციის მიტანა სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობით;
- მომხმარებლებთან მაქსიმალურად პოზიტიური დიალოგის წარმართვა;
- დაინტერესებული მკითხველებისთვის შესაბამისი წიგნების შერჩევა და შეთავაზება;
- თვიური და კვარტლური ანალიზის მომზადება.
აუცილებელი უნარები:
- გამართულად წერის უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სწრაფი და გამართული კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე;
- კომუნიკაბელური;
- მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
- მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური;
- ენერგიული.
რა დაგხვდება ჩვენთან:
მეგობრული გუნდი, მრავალფეროვანი და საინტერესო სამუშაო, უამრავი წიგნი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებიდან გამომდინარე)
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი, 2021 წელი
გისურვებთ წარმატებებს!
*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.