Image Alt

ვაკანსია – გაყიდვების არხების მარკეტინგის მენეჯერი

თუ გამომცემლობაში მუშაობა შენი ოცნებაა, გიყვარს წიგნების კითხვა და გაქვს მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება, გაგიმართლა: „სულაკაურის გამომცემლობა“ გაყიდვების არხების მარკეტინგის მენეჯერს ეძებს.

 

გაყიდვების არხების მარკეტინგის მენეჯერის ამოცანებია:

  • „სულაკაურის წიგნის მაღაზიების“ მარკეტინგული კამპანიების დაგემგვა და განხორციელება;
  • გაყიდვების არხებში (წიგნის მაღაზიებში, წიგნის ფესტივალებზე, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა სახის სავაჭრო ობიექტებში) მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ქუჩის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სატელევიზიო, ბეჭდურ და ინტერნეტ მედიასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა. მათთვის მასალის მომზადება და მიწოდება;
  • სარეკლამო მასალის მომზადება და გასავრცელებლად სწორი საკომუნიკაციო არხის შერჩევა;
  • საგამომცემლო ბაზრის მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს წიგნების გარემოცვაში
  • მეგობრულ გუნდს

 

აუცილებელი უნარები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სოციალური ქსელების ეფექტიანად გამოყენების უნარი;
  • გამართულად წერის უნარი;
  • სწრაფი და გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

 

პიროვნული თვისებები და უნარჩვევები:

  • კომუნიკაბელური
  • კრეატიული
  • მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • ენერგიული
  • მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული

 

როგორ დაგვიკავშირდე:
გამოგზავნე CV მეილზე: hr@sulakauri.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება ან შეავსე ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ფორმა ჩვენს საიტზე.

 

*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2021
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

 

გისურვებთ წარმატებებს!




    ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.


    ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.