საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ძველი გულებისა და ხმლისა

წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდები: 152
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941239267

გაზიარება

"სხვანაირი მოქცევა კი აქვთ, ჩვენთვის უცხო და მიუღებელი, მაგრამ რაღაცნაირი რაინდობა მოსდგამთ, რომელიც არ შეიძლება არ გხიბლავდეს," _ ასე ახასიათებს აკა მორჩილაძის ახალი რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, რუსი ქალბატონი, ქართველებს. 
რომანში მოქმედება 1828 წელს ხდება: მალე რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყება, საქართველოს დაპყრობიდან კი თითქმის მეოთხედი საუკუნეა გასული. რუსი დამპყრობლები არ იცნობენ ქართველებს და მათ კულტურას. ანდა რა გასაკვირია, თავად ქართველებიც ხომ არ იცნობდნენ საკუთარ კულტურასა და ერთმანეთს: მათაც საქართველო ხან ერთი ეგონათ და ხან ორი – ლიხს იქით და ლიხს აქეთ. 
რუსი პოლკოვნიკისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მოკლა ბადუნა ფავნელმა ოფიცერი გეხტი, რომელიც თბილისის ბაზარში რუსი ქალიშვილების თავის მოსაწონებლად სპარსელ მეშაქარლამეს ტკბილეულს უნადგურებდა. 
ტყვეებით მოვაჭრე თათარი აზიზ-ბეი, ადამიანების გამტაცებელი ქართველი აჩიკ-ბაში, რუსი პოლკოვნიკი ენკელი, მისი ქალიშვილი ეკატერინა, ყაჩაღი გოგია ნუკრაძე, პორუჩიკი მანველოვი და ახალგაზრდა ქართველი აზნაური ბადუნა ფავნელი _ ამ პერსონაჟების ბედი უცნაური ხლართებით უკავშირდება ერთმანეთს და გმირების ტრაგიკული ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

მიმოხილვები და კომენტარები:

9 .90 ¢
ან შეიძინეთ 99 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 9.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ახალი
გოგი ოჩიაური

ხევსურული მოთხრობები

ახალი
რატი მუჯირი

ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი

ახალი
ნეფერტარი

ბედუინი