საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ძილისპირული

წელი: 2016
ყდა: რბილი
გვერდები: 312
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941235078

გაზიარება

მთარგმნელი: გია ბერაძე

"ძილისპირულის" ავტორი უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მწერალი ჩაკ პალანიკია, რომელმაც მსოფლიო აღიარება 1996 წელს გამოცემული "მებრძოლთა კლუბით" მოიპოვა. წერის მინიმალისტური სტილისა და უაღრესად დაძაბული თხრობის დიდოსტატ პალანიკს პროტაგონისტებად მარგინალი პერსონაჟები გამოჰყავს, რაც წიგნებს ერთგვარ ნონკონფორმისტულ და თავხედურ ელფერს სძენს. 
რომანის მთავარი პერსონაჟი გაზეთის რეპორტიორი კარლ სტრიტორია, რომელიც იკვლევს, რამ გამოიწვია ჩვილი ბავშვების სიკვდილიანობა დროის მცირე მონაკვეთში. ის მალევე არკვევს, რომ ყველა გადრაცვლილი ბავშვს სიკვდილის წინა ღამეს ძილის წინ ერთი ლექსი წაუკითხეს. კარლი კვალს მიჰყვება და ერთ-ერთ "მკვლელ" მშობელთან ერტად ცდილობს გაანადგუროს იმ წიგნის ყველა ეგზემპლარი, რომელშიც ეს ლექსია დაბეჭდილი.
"ძილისპირული" 2002 წელს გამოქვეყნდა და პალანიკის ერთ-ერთ საუკეთესო და წარმატებულ ნაწარმოებად მიიჩნევა. 

მიმოხილვები და კომენტარები:

12 .90 ¢
ან შეიძინეთ 129 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 12.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ჟოზეფ კესელი

დღის ლამაზმანი