საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
რიჩარდ ფლენეგანი

ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ

წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდები: 540
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941238901

გაზიარება

მთარგმნელი: გია ბერაძე

მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ავსტრალიელ ჯარისკაცებს, იაპონიის მთავარსარდლობის ბრძანებით, ბირმასა და ტაილანდს შორის ჯუნგლებში რკინიგზა გაჰყავდათ, რომელიც ისტორიას "სიკვდილის გზის" სახელით შემორჩა. ათასობით ავსტრალიელი ტყვე დაიხოცა იქ, ერთი მხრივ, იაპონელი ზედამხედველების სასტიკი მოპყრობის, ხოლო მეორე მხრივ, შიმშილის, ავადმყოფობისა და უმძიმესი კატორღული მუშაობისაგან.
რომანი "ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ" ამ თემას ეძღვნება. ნაწარმოების მთავარი გმირი, ავსტრალიელი ტყვე ჯარისკაცების მეთაური, სამხედრო ქირურგი დორიგო ევანსი თითოეული ჯარისკაცის იმედი და მისაბაძი მაგალითია. ამ დროს კი მის ქვეყანაში ცხოვრობენ ქალები, რომლებიც ევანსს უყვარს დარომელთაგან ერთი ელოდება, ხოლო მეორე...
ომის შემდეგ ევანსი ავსტრალიაში ცოცხალ ლეგენდად იქცევა, თუმცა თავად გულის სიღრმეში კარგად იცის, რომ გმირი არ არის...
ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა ავსტრალიელი მწერლის, რიჩარდ ფლენეგანის (დ. 1961 წ.) რომანს "ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ", რომელმაც 2014 წელს ბუკერის პრემია მიიღო.

მიმოხილვები და კომენტარები:

19 .90 ¢
ან შეიძინეთ 199 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 19.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას