ვერნონ გენიოს ლითლი

წელი: 2016
ყდა: რბილი
გვერდები: 416
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 978-9941-23-570-2

გაზიარება

ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით 18 მოსწავლე მოკლეს. თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე. პოლიცია და საზოგადოება ვერნონისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვენ, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს, იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს...

ლიტერატურული კრიტიკის მიერ 21-ე საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავ დებიუტად აღიარებული „ვერნონ გენიოს ლითლის“ ავტორმა, ავსტრალიელმა დიბისი პიერმა ამ რომანისთვის 2003 წლის ბუკერის პრემია მიიღო.

მიმოხილვები და კომენტარები:

Giorgi Baskhajauri
23 იან. 2017, 07:05
5

მოკლედ ასეთი ამბავია, ზედმეტად რადიკალური ემოცია გამოიწვია ამ წიგნმა ჩემში და სერიოზული აგრესია დამტოვა ხალხის მიმართ. ვერნონის მიმართ არც თავიდან მქონია უარყოფითი დამოკიდებულება და არც თხრობისას გამჩენია, პირიქით ემოციურად ძალიან დავუახლოვდი. ბატისტინასთან სეანსის შემდეგ კი მივხვდი, რომ მნიშვნელობა დაკარგა იმან დამნაშავე იყო თუ არა ის, რადგან მისი შესაძლო დანაშაულის სერიოზულ საფუძველს მივხვდი. გარემო, რომელიც ზედმეტად გთრგუნავს და გაიძულებს ზიზღი იგრძნო ადამიანებისადმი. ამ გაგებით შეიძლება ითქვას ყველანი ნელი მოქმედების ბომბები ვართ, მშობლები, ნაცნობები, მასწავლებლები ყოველდღიური წვრილმანებით, თავისი ეგოიზმის, პატივმოყვარეობის ხარჯზე ჩვენი თავისუფლებების შეზღუდვით გვაახლოვებენ ზღვარს, რომლის გადალახვის შემდეგ უკვე არავითარი ქმედება აღარ არის ისეთი მოულოდნელი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მეც ვერნონივით უიმედოდ ვიყავი განწყობილი მისი მომავლისადმი და როდესაც მარტირიოდან გაიქცა სერიოზულად ვგულშემატკივრობდი ლითლს, რომელიც „ცხოვრებამ მაქსიმალურად იხმარა“. არცერთი ჩვენგანია დაზღვეული იმისგან რომ ერთ დღეს ან ხესუსის პოზიციაში აღმოჩნდება, რომელიც მექსიკელი ბიჭია და ქალის საცვლების ჩაცმა უყვარს ან ვერნონის როლში, რომელიც მსგავს ბიჭთან მეგობრობს და ამის გამო საინტერესო ნადავლია სანახაობის მოყვარული ხალხისთვის, ასეთი ხალხის დაბოლებაზე ორიენტირებული მედიისთვის და საგამოძიებო უწყებისთვის, რომელიც თავისი პრესტიჟის შენარჩუნებაზე ზრუნავს. შემდეგ კი ჩვენს ბედს დაუფიქრებლად გადაწყვეტენ ერთი შეხედვით ახალგაზრდების ბედზე მზრუნველი პედოფილები, დედის უარმყოფელი, კარიერისტი ნაბიჭვრები ან ახალგაზრდა, ვარსკვლავობაზე მეოცნებე, ინფანტილური ახალგაზრდები. დასასრული პრინციპში საკმაოდ არარეალურია, თუმცა აუცილებელი იმისთვის, რომ ბოლომდე არ შეგაძულოს ხალხი, რომელიც გარს გახვევია. და ბოლოს მაგარი ძმაა ვერნონი. :)

13 .90 ¢
ან შეიძინეთ 139 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 13.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას