საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.

ვეფხისტყაოსანი: გრაფიკული რომანი ახალი

წელი: 2019
ყდა: მაგარი
გვერდები: 222
ფორმატი: 33.00 X 24.00
ISBN: 9789941303159

გაზიარება

„ვეფხისტყაოსანი“ 800-ზე მეტი წლისაა, სულაკაურის გამომცემლობა კი – 20-ის. თუმცა, ორივე ტრადიციაა. პირველი სრულიად საქართველოსი, მეორე კი – ქართული საგამომცემლო სივრცის. სულაკაურის გამომცემლობა 20 წლის იუბილეს ამბიციური პროექტით ხვდება – ქართული ლიტერატურის მთავარი ძეგლი ახალ სიცოცხლეს მასშტაბური გრაფიკული რომანის სახით იძენს.

„ვეფხისტყაოსნის“ ამ ახალ გამოცემაში ქართველი სუპერგმირების – ავთანდილის, თინათინის, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის, უანგარო მეგობრობის, თანაგრძნობისა და თავგანწირვის ამბავი სრულიად ახლებური ხედვითაა გადმოცემული. მხატვარი დავით მაჭავარიანი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ამბის ვიზუალურ თხრობაზე, ადაპტირებული ტექსტი კი პრემია „საბას“ ლაურეატ მწერალ სალომე ბენიძეს ეკუთვნის.

ჩვენი მიზანია, რომ ამ ახალი ილუსტრაციებით გაფორმებულმა „ვეფხისტყაოსანმა“ მთელი ქვეყანა მოიცვას. შეაღწიოს იქ, სადაც შეიძლება გვეგონოს, რომ მისი ადგილი არ არის: ქუჩაში, სცენაზე, სკოლაში, სახლში, პირად საუბრებში - ყველგან, სადაც ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს.

მიმოხილვები და კომენტარები:

მზეონა რატიანი
12 ივლ. 2019, 06:26

დავით მაჭავარიანის მიერ ილუსტრირებული "ვეფხისტყაოსანი" ახალი და ინოვაციური სიტყვაა ამ შედევრის გამოცემებს შორის. ჩემი აზრით ეს არის უკვდავი ქმნილება, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს ისევე, როგორც თვით "ვეფხისტყაოსანმა" გაუძლო...გარდა ამისა, ეს ახალი და უნიკალური გამოცემა მსოფლიოს უფრო ადვილად გაანობს ჩვენს უკვდავ საუნჯეს! ქედს ვიხრი დავით მაჭავარიანის წინაშე და ათასი მადლობა მას და მის გუნდს ამ კოლოსალური ნაშრომისთვის!

69 .90 ¢
ან შეიძინეთ 699 .00 ბონუს ქულით
+ 69.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ახალი

ვეფხისტყაოსანი: გრაფიკული რომანი - ლიმიტირებული გამოცემა

გია ლაფაური

ბოცო და გვანცა – მოგზაურობა ისტორიაში დროის მანქანით

გია ლაფაური

ბოლოკას და ყვანჩალას მხიარული თავგადასავალი

არტ შპიგელმანი

MAUS

ალან მური დეივ გიბონსი

დარაჯები

ფრენკ მილერი

ბეტმენი: ბნელი რაინდი ბრუნდება

ალან მური, დევიდ ლოიდი

V ანუ ვენდეტა