ალან მური; დევიდ ლოიდი

V ანუ ვენდეტა

წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდები: 280
ფორმატი: 17.50 X 25.50
ISBN: 978-9941-23-836-9

გაზიარება

„გახსოვდეთ, გახსოვდეთ ხუთი ნოემბერი...“

V ანუ ვენდეტა თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის დაკარგვის შემაძრწუნებელი ამბავია. უფრო შემზარავია ის, რომ წიგნში აღწერილი ტოტალიტარული სამყარო საკმაოდ იოლად წარმოსადგენია და ავის მომასწავებელ წინასწარმეტყველებას წააგავს. მოქმედება ინგლისის გამოგონილ მომავალში ვითარდება, რომელშიც ფაშიზმი ბატონობს. 

გარდა ამისა, ეს არის ამბავი ადამიანის სულში ჩაბუდებულ, დაუძლეველი წინააღმდეგობის ძალაზე, რომელსაც შეუძლია თუნდაც ავტორიტარული, პოლიციური სულთამხუთავი რეჟიმისა და ყოვლისმხედველი თვალის წინააღმდეგ ამხედრდეს. 

დიდი ოსტატობით შესრულებული ილუსტრაციები, უაღრესად საინტერესო სიუჟეტი ნებისმიერი თაობისა და გემოვნების მკითხველს აჯადოებს. გონებაში წარუშლელ კვალს ტოვებს საზარელი დისტოპიური სამყარო, რომელსაც გაი ფოქსის ნიღბის ქვეშ ამოფარებული ანარქისტი, სახელად V უპირისპირდება. ეს არის სპექტაკლი, რომლის დამდგმელი რეჟისორიც გონებრივი და სულიერი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანია, მსახიობები კი თავად ირჩევენ როლებს, იმის მიხედვით, აცნობიერებენ თუ არა საკუთარ სავალალო ყოფას. 

ალან მურისა და დევიდ ლოიდის კომიქსი V ანუ ვენდეტა, რომელიც DC Comics-მა 1983 წელს გამოსცა, ამ ლიტერატურული ჟანრის ერთ-ერთი უდიდესი შედევრია, ავტორებისთვის კი – კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. 2006 წელს Warner Brothers-ის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების კინოადაპტაციის გამოსვლამ V ანუ ვენდეტას მანამდე არნახული პოპულარობა და გავლენა მოუტანა.
 

მიმოხილვები და კომენტარები:

22 .90 ¢
ან შეიძინეთ 229 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 22.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას

ან შეიძინეთ შეთავაზებით:

2 წიგნის ფასი:
34.80 ¢ 24 .35 ¢ კალათაში ჩამატება