საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ჯეიმზ ჯოისი

ულისე

წელი: 2012
ყდა: მაგარი
გვერდები: 866
ფორმატი: 14.50 X 21.50
ISBN: 9789941151248

გაზიარება

მთარგმნელი: ნიკო ყიასაშვილი

ჯეიმზ ჯოისი 1882 წელს დაიბადა ირლანდიაში. ცხოვრობდა პარიზში, ტრიესტში, ციურიხში. გარდაიცვალა ციურიხში, სადაც დაკრძალესკიდეც. წერდა ლექსებს, პოემებს, ესეებს, მოთხრობებს, პიესებს...
XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან და სახელგანთქმულ წიგნს, „ულისეს'', ავტორმა შვიდ წელზე მეტი მოანდომა და 1921 წელს დაასრულა, მაგრამ ამ დროს იოლი საქმე არ იყო მისი გამოცემა. 1918 წელს, როცა ამერიკაში ლიტერატურულ ჟურნალში ნაწყვეტები გამოქვეყნდა, ჟურნალის გამომცემლები დააპატიმრეს და დააჯარიმეს.
„ულისე'' წიგნად 1922 წელს გამოვიდა პარიზში. 1934 წლამდე ყველა ინგლისურენოვან ქვეყანაში აკრძალული იყო. „ულისეს' რამდენიმე თავის ნიკო ყიასაშვილის თარგმანი პირველად 1983 წელს გამოვიდა და მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა. მთარგმნელმა გააგრძელა მუშაობა `ულისეზე~ და მის კომენტარებზე, მაგრამ დასრულება ვერ მოასწრო. ნიკო ყიასაშვილის თარგმანი შეავსო და გამოსაცემად მოამზადა მაია ყიასაშვილმა. ასე რომ, ამჯერად ქართველ მკითხველს ჯოისის ამ უდიდეს შედევრს სრულად ვთავაზობთ.

მიმოხილვები და კომენტარები:

24 .90 ¢
ან შეიძინეთ 249 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 24.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას