საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ჯონ გრინი, დევიდ ლევითანი

უილ გრეისონი, უილ გრეისონი

წელი: 2016
ყდა: რბილი
გვერდები: 251
ფორმატი: 14.50 X 21.50
ISBN: 9789941236976

გაზიარება

მთარგმნელი: ტაო ჭალიძე

არ იფიქროთ, რომ წიგნის ყდაზე გამეორებული სახელი და გვარი უილ გრეისონი დიზაინერთა ხრიკია, საგანგებოდ შექმნილი მხატვრული ეფექტი. აქ თქვენ მართლა ორ უილ გრეისონს შეხვდებით: ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ თინეიჯერს, ორი სრულიად განსხვავებული ავტორის ორ პერსონაჟს, რომელთაც გარემოება მოულოდნელად შეახვედრებს.
ჯონ გრინისა და დევიდ ლევითანის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაწერილი სიუჟეტური ხაზები საინტერესოდ კვეთს ერთმანეთს და მკითხველს მოზარდებისთვის აქტუალურ პრობლემებზე დააფიქრებს.
 

რეცენზია

06 მარტი 2017

უილ გრეისონის და უილ გრეისონის განსხვავებული ისტორია

მოგენატრათ თინეიჯერობა? 16 წლის ასაკი, ძალიან ბევრი შეცდომის დაშვება, 11 საათამდე რომ ხართ გარეთ და 11-ზე უკან რომ უნდა მიბრუნდეთ? დედა რომ სრულიად უმიზეზოდ ნერვიულობს თქვენზე და მამა ხშირად რომ გახსენებთ, დროა მომავალზე იფიქროო? მოგენატრათ გოგო-ბიჭებთან ერთად საყვარელი შემსრულებლის კონცერტებზე სიარული ? მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა, სხვა თუ არაფერი, ერთი-ორი დღით დაგაბრუნებთ ძველ სამყაროში, სადაც ყველაფერი უფრო მარტივად იყო, სადაც გეგონათ, რომ ყველაფერი წინ არის და ძალიან ბევრი დრო გაქვთ. მე ძალიან მომენატრა ეგ ძველი დრო. სწორედ ამიტომ დავიწყე “უილ გრეისონის” კითხვა და სწორედ ამიტომ მოვწყდი ორი დღით სამყაროს. ვკითხულობდი ყველგან: მეტროში, ავტობუსში, ბანკის რიგში, მეგობართან და რა წამსაც წიგნს მოვწყდებოდი, ვიწყებდი წიგნში დარჩენილ პერსონაჟებზე ფიქრს, მაინტერესებდა როგორ გაგრძელდებოდა მათი ამბავი, როგორ წაიყვანდნენ ურთიერთობებს, მართლა იყო თუ არა ისააკი 40 წლის პედოფილი და ასე შემდეგ. ჯონ გრინის სახელი გაგონილი გექნებათ. თუ აღმოჩნდა, რომ არ გსმენიათ, “ალასკა” აუცილებლად გექნებათ წიგნის თაროებზე შემჩნეული, ან “ქაღალდის ქალაქები” კინოთეატრების ეკრანებზე, ან აცრემლებული თინეიჯერების არმია გეყოლებათ ნანახი, გულში რომ “ბედის ვარკსვლავის ბრალია” ჩაუხუტებიათ და მოთქმით ტირიან მთავარი პერსონაჟების ტრაგიკულ ბედზე. სხვა თუ არაფერი, Youtube-ზე გადააწყდებოდით ჯონ გრინის ვიდეოებს, წარმატებულ მწერლურ კარიერასთან ერთად, ვიდეობლოგერობით რომ იწონებს თავს. ჯონ გრინის ეს თინეიჯერების საყვარელი რომანიც 2010 წელს გამოვიდა და ერთგვარად ექსპერიმენტული სახისაა, რადგან მასზე ორი ავტორი მუშაობდა, ჯონ გრინი და დევიდ ლევითანი. წიგნში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემაა წამოჭრილი, მაგალითად; დეპრესია თინეიჯერულ ასაკში; იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემები; ოჯახური სირთულეები; coming out-ის პრობლემა სკოლებში და ასე შემდეგ, მაგრამ ორივე ავტორი ახერხებს, ისე მიუდგეს საკითხს, რომ არც ძალიან გაღიზიანება გამოიწვიოს მკითხველის და თან მხოლოდ ერთი კუთხიდან არ გვაჩვენოს უმცირესობის წარმომადგენლები. რომანში ამბავი ჩიკაგოს შტატში ვითარდება. ორ სხვადასხვა უბანში ცხოვრობს ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ბიჭი ერთი და იმავე სახელით.ერთი უილ გრეისონი ჰეტეროსექსუალია და მოქმედებს თავისი ორი მარტივი წესით _ მოკეტე და არ ინერვიულო, ხოლო მეორე უილ გრეისონი ჰომოსექსუალია და თანაც ძალიან მგრძნობიარე. წიგნი თავებად არის დაყოფილი და ერთი ნაწილი ჰეტერო უილის პერსპექტივიდან არის ნაჩვენები, რომელიც თავის გეი მეგობარს, თაინი კუპერს იცავს და მეორე _ გეი უილ გრეისონის პერსპექტივიდან, რომელიც თავს ძალიან ცუდად გრძნობს და დეპრესიაშია. შუა გვერდებზე ისინი ხვდებიან ერთმანეთს და იწყება ისტორია. რომანი პირველი LGBT თემატიკის თინეიჯერული წიგნია, რომელიც New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვკითხულობთ ძალიან ბევრ წიგნს ჰეტერონორმატიულ ურთიერთობებზე, ვისმენთ ქალისა და კაცის, გოგოსა და ბიჭის სიყვარულის ათასჯერ გაგონილ ისტორიებს და ძალიან იშვიათად ვხვდებით LGBT ადამიანებს ლიტერატურაში, კინემატოგრაფიასა და მუსიკაში, რაც საბოლოოდ აფერხებს საზოგადოების ცნობიერების უკეთესობისკენ შეცვლას, რადგან ზუსტად ასეთი ფილმები და წიგნები გვეხმარება, მივხვდეთ, რომ გეი ადამიანიც ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც სხვა დანარჩენი, ისევე განიცდის ყველაფერს, როგორც სხვები და ზუსტად ისეთივე მიზნები აქვს, როგორიც დანარჩენ სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნს “უილ გრეისონი, უილ გრეისონი” ჰქვია, მთელი რომანი ერთ-ერთი გრეისონის მეგობარ თაინიზეა, რომელიც იბრძვის, რომ სკოლაში თავისი ბიოგრაფიული გეი მიუზიკლი “პაწაწინა მოცეკვავე” დადგას. წიგნში წამოჭრილია სკოლებში არსებული პრობლემები  და ზუსტად ამ პრობლემების დანახვა და ამ პრობლემებზე ფიქრი დაეხმარება დღევანდელ ქართველ თინეიჯერებს, უკეთესები გახდნენ და უფრო ნაკლებად გაუჩნდეთ ვინმესკენ თითის გაშვერისა და მისი დამცირების სურვილი. ასევე მნიშვნელოვანია იმის ჩვენებაც, რომ სადღაც შორს, ზღვებისა და ოკეანებიის იქით არსებობს ქვეყანა, სადაც არავის ეშინია თავისი განსხვავებულობის, თან იმდენად გაბედულები და ყოჩაღები არიან, მიუზიკლებსაც კი დგამენ სკოლებში თავიანთ გეი ცხოვრებაზე, როცა ჩვენთან სკოლის ასაკიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება მალავენ სექსუალურ ორიენტაციას და სხვადასხვა გზით ატყუებენ საზოგადოებას. მეც იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან ბევრი ქართველი თინეიჯერი წაიკითხავს დევიდ ლევითანის და ჯონ გრინის ძალიან გეი წიგნს, თანაგრძნობა გაუჩნდებათ პერსონაჟების მიმართ, უკეთეს ადამიანებად ჩამოყალიბდებიან და თუ ოდესმე თაინი კუპერის ბიოგრაფიულ მიუზიკლზე მოხვდებიან, დასასრულს წამოდგებიან და დაიღრიალებენ: მე ვარ უილ გრეისონი და მე შენ მიყვარხარ, თაინი კუპერ!

მიმოხილვები და კომენტარები:

12 .90 ¢
ან შეიძინეთ 129 .00 ბონუს ქულით
+ 12.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
გილიერმო დელ ტორო, დანიელ კრაუსი

ტროლებზე მონადირეები

ფილიპ პულმანი

ჩრდილოეთის ციალი

ჯენიფერ ნივენი

ყველა ნათელი ადგილი