სტივენ კინგი; პიტერ სტრაუბი

თილისმა

წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდები: 909
ISBN: 978-9941-23-806-2

გაზიარება

„თილისმა“ სტივენ კინგისა და პიტერ სტრაუბის ერთობლივი რომანია. საშინელებათა ჟანრის ორი სახელგანთქმული მწერლის ამ ნამუშევარმა, რომელიც პირველად 1984 წელს გამოქვეყნდა, მალე მოიპოვა აღიარება და არაერთი ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. უჩვეულო, დაძაბული სიუჟეტი, რომელსაც დღემდე თვალს ვერ სწყვეტს მკითხველი, ერთგულებასა და შიშზე მოგვითხრობს. ყოვლისმომცველი ბოროტების წინაშე მდგარი თორმეტი წლის ბიჭის ამბავი „თილისმას“ მართლაც გამოარჩევს ფენტეზის ჟანრში დაწერილი სხვა ნაწარმოებებისგან. ჯეკ სოიერი, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს, სიკვდილისაგან იხსნას დედა, წარმოუდგენლად საშიშ გარემოში ხვდება. უდანაშაულო მსხვერპლით, ურჩხულებით, მისტერიითა და დაუჯერებელი ხიფათით სავსე სამყაროში გადარჩენა მისი უმთავრესი ამოცანაა.

მიმოხილვები და კომენტარები:

26 .90 ¢
ან შეიძინეთ 269 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 26.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას