საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.
ისაბელ ალიენდე

სულების სახლი

წელი: 2019
ყდა: რბილი
გვერდები: 436
ფორმატი: 15.50 X 23.50
ISBN: 9789941302244

გაზიარება

მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი

„სულების სახლი“ ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი ქალის, უამრავი საპატიო პრემიის ლაურეატის, ისაბელ ალიენდეს პირველი რომანია. ნაწარმოებმა ავტორს გამოცემისთანავე უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა. „სულების სახლი“ დღეისათვის მსოფლიოს 37 ენაზეა თარგმნილი და ათობით მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

რომანში მოქმედება ესტებან ტრუებას ოჯახის არაერთგვაროვანი, აჩრდილებისა და ზებუნებრივი ნიჭის მქონე ოთხი თაობის ადამიანების ცხოვრების ფონზე ვითარდება, თუმცა, მწერალმა მოახერხა, ერთი გვარის საუკუნოვან საგაში ლათინოამერიკული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მაგიური რეალიზმი ისტორიული სინამდვილითაც გაეჯერებინა და მოეთხრო იმ სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც მის სამშობლოს, ჩილეს, მე-20 საუკუნეში დაატყდა თავს.

რომანი, რომლის პერსონაჟები საინტერესო მამაკაცები და საოცარი ქალები არიან, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულიცაა, ვინაიდან პროტოტიპებად მწერლის ოჯახის წევრები – ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე და განსაკუთრებულად ახლობელი ქალები გვევლინებიან.

1993 წელს „სულების სახლის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

 

მიმოხილვები და კომენტარები:

22 .90 ¢
ან შეიძინეთ 229 .00 ბონუს ქულით
+ 22.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
კარლ უვე კნაუსგორი

ჩემი ბრძოლა

ახალი
ჯონათან ფრენზენი

შესწორებები

ჟოზეფ კესელი

დღის ლამაზმანი