ტექნიკური ხარვეზების გამო საიტიდან შეძენა დროებით შეუძლებელია

შტილერი

წელი: 2018
ყდა: რბილი
გვერდები: 519
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941239397

გაზიარება

მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე

მისტერ ვაითს შვეიცარიის პოლიცია საზღვარზე აპატიმრებს, რადგან იგი უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქანდაკე, ძებნილი ანატოლ შტილერი ჰგონია. მისი ძმა, მეუღლე და ძველი მეგობრები ამ ეჭვს ამტკიცებენ. მისტერ ვაითი კი თავგამოდებით ეწინააღმდეგება ამ ეჭვს და ციხეში გაკეთებულ ჩანაწერებში დაუღალავად იმეორებს: „მე არ ვარ შტილერი“. იგი ცდილობს, დაამსხვრიოს სხვების თვალში მის შესახებ ჩამოყალიბებული ხატი და შეინარჩუნოს არჩევანის თავისუფლება, იყოს ან გახდეს სხვა.
მაქს ფრიშის „შტილერი“ მწერლის მესამე ნაწარმოებია, რომელიც „ლიტერატურული ოდისეის“ სერიით გამოიცემა. 1953-54 წლებში შექმნილ ამ რომანს გასდევს ის მოტივები, რომლებიც ფრიშის შემოქმედებას XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში ყველასგან გამოარჩევს; ესაა ადამიანის იდენტობის ძიება, საკუთარი ბიოგრაფიის შექმნა, სხვადასხვა როლის მორგება და მთელი ცხოვრებისა თუ ცხოვრების ნაწილების ჩანაცვლების მცდელობა.

მიმოხილვები და კომენტარები:

15 .90 ¢
ან შეიძინეთ 159 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 15.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას