შიშველი საუზმე

წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდები: 300

გაზიარება

ძნელად მოიძებნება ადამიანი, ასე თუ ისე ერკვეოდეს თანამედროვე ლიტერატურაში და უილიამ ბეროუზისა და მისი „შიშველი საუზმის“ შესახებ არ სმენოდეს. რით არის ეს წიგნი ასეთი საინტერესო – არნახულად უჩვეულო შინაარსით? მისი თვითმიზნური პროვოკაციულობით? იქნებ ეს ერთგვარი პროვოკაციაა პროვოკაციისათვის? ერთიცა და მეორეც. მეოცე საუკუნე წარმოუდგენელია ბეროუზის გარეშე, ბეროუზი კი მეოცე საუკუნეში ვერ ეტევა სხვა დიდი ქრონონავტი მწერლებისა და პოეტების მსგავსად, რომლებიც თავიანთი ხედვებით საუკუნიდან საუკუნეში დააბიჯებენ: ის, რაც დრო გადის, უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
ჯერ არასოდეს გინახავთ ცხოვრება ისე შიშვლად, როგორც ამ წიგნში, ისე ახლოდან, როგორც თქვენს ჩანგალზე წამოცმულ საუზმეს ხედავთ ერთი წამით ადრე, სანამ პირთან მიიტანდეთ; ჯერ არასოდეს გინახავთ ასეთი ამერიკა; ჯერ არასოდეს გინახავთ, მსოფლგანცდა ასეთი პოსტმოდერნისტული მანერით გადმოეცეს ვინმეს, როგორც ეს უილიამ ბეროუზმა წარმოგვისახა „შიშველ საუზმეში“.

მიმოხილვები და კომენტარები:

14 .90 ¢
ან შეიძინეთ 149 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 14.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ჯენიფერ ბელი

მიწისქვეშელები

მ.ჯ. ლეონარდი

ხოჭოების დედოფალი