სიუზენ კოლინზი

შიმშილის თამაშები

წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდები: 376
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941238093

გაზიარება

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

ახლო მომავლის ბნელ ვერსიაში თორმეტ რაიონად დაყოფილი ქვეყნის დედაქალაქი მასშტაბურ, გამაოგნებელ სატელევიზიო რეალურ შოუს, სახელად „შიმშილის თამაშებს“ სთავაზობს მაყურებელს. შოუს მონაწილე ოცდაოთხ „შეწირულს“ – თითოეული რაიონიდან თითო ბიჭსა და გოგოს – ლატარიის პრინციპით ირჩევენ. „შიმშილის თამაშებში“, რომელსაც მთელი ქვეყანა პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს, ერთადერთი წესი მოქმედებს: მოკალი, თორემ მოგკლავენ.
როდესაც 16 წლის ქეთნის ევერდინმა „შიმშილის თამაშებში“ საკუთარი დის ადგილი დაიკავა, იცოდა, რომ ამით ხელი სასიკვდილო განაჩენს მოაწერა. მაგრამ მამაც მშვილდოსანს სიკვდილისთვის არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში. მეთორმეტე რაიონის მკაცრ პირობებში აღზრდილი ქეთნისისთვის გადარჩენა უმთავრესი ინსტინქტია.

 

მიმოხილვები და კომენტარები:

13 .90 ¢
ან შეიძინეთ 139 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 13.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ბესო პაპასქუა

ფოსტალიონი

ვირჯინია ვულფი

ორლანდო

ლემონი სნიკეტი

საზარელი სამხერხაო