საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ჯეიმს ბალარდი

შეჯახება ახალი

წელი: 2018
ყდა: რბილი
გვერდები: 260
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941239939

გაზიარება

მთარგმნელი: ლაშა გველესიანი

ძნელად თუ მოიძებნება თანამედროვე ტექნიკის სხვა პროდუქტი, რომელიც ისეთივე აღფრთოვანებასა და ინტერესს გამოიწვევდა, როგორსაც ავტომობილი, თუმცა, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი იღუპება ავტოავარიების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი კი მილიონებს აღწევს. პარადოქსია, მაგრამ საავტომობილო ტრანსპორტის რეგულირებისა და ამ სასაკლაოს მსხვერპლთა რაოდენობის შემცირების ყოველი მცდელობა მუდმივად აწყდება მძლავრ და თითქმის ირაციონალურ წინააღმდეგობას. ეს რეალობაა. ამ რეალობაში ჩვენ ვცხოვრობთ. ამ რეალობას აღწერს სკანდალური მწერალი თავის წიგნში.

რაზეა ეს რომანი? აქ ბალარდი პარადოქსის გასაღებს გვთავაზობს. ავტორი თავად არის პერსონაჟიც, თუმცა ისტორია სულ სხვა ვინმეზე ფოკუსირდება - ტელემეცნიერ ვონზე, რომელიც საავტომობილო გზების ღამის კოშმარად ქცეულა: მას საოცარ სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს საგზაო კატასტროფა და ოცნებობს, დაიღუპოს ავტოავარიაში ელიზაბეთ ტეილორთან ერთად. რომანი ფილმ „კოშმარების ანგელოზისა“ და არაერთი მუსიკალური კომპოზიციის შთაგონების წყარო გახდა, თუმცა მარტო ეს არაა - 25 წლით ადრე დაწერილი წიგნი პრინცესა დაიანას სიკვდილის ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა. წინასწარმეტყველურია, როგორიც მთლიანად ბალარდის სამეცნიერო-ფანტასტიკური შემოქმედება. „შეჯახება“ სასტიკი და საშიში რომანია, რომლის სახელწოდებაც ზუსტად ასახავს შინაარსს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა აღვიქვათ, როგორც გაფრთხილება: იმ თვალისმომჭრელი ეროტიკული მომავლის მიღმა, რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრად გვიტყუებს ტექნოლოგიური ლანდშაფტის საზღვრებისკენ, მხოლოდ უფსკრულია.

მიმოხილვები და კომენტარები:

14 .90 ¢
ან შეიძინეთ 149 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 14.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ჟოზეფ კესელი

დღის ლამაზმანი