საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

სენიორ პრეზიდენტი

წელი: 2013
ყდა: მაგარი
გვერდები: 272
ფორმატი: 15.00 X 22.00
ISBN: 978-9941-15-785-1

გაზიარება

მთარგმნელი: ნინო სამუკაშვილი 

მიგელ ანხელ ასტურიასი (1899-1974), ცნობილი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი და დიპლომატი, დაიბადა და გაიზარდა გვატემალაში, მაგრამ შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში – სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში გაატარა. განათლება გვატემალაში, პარიზსა და ლონდონში მიიღო.
"სენიორ პრეზიდენტი" მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ გვატემალის სინამდვილეს, ყოველდღიურ ცხოვრებას დოკუმენტური სიზუსტით აღწერს. მასში ბევრი სცენა პირდაპირ რეალობიდანაა აღებული, პერსონაჟებიც, თითქოსდა უნიკალური გმირები, ავტორის თანამედროვეები არიან. ყველა მათგანი სასტიკი წნეხის ქვეშ ცხოვრობს; მათ ირგვლივ მეფობს სისასტიკე, უსამართლობა, ტყუილი, ჭორი, შანტაჟი, მუდმივი თვალთვალი, მუქარა, იძულება, მკვლელობები. რომანი საშინელი სიცხადით გადმოსცემს შიშს, რომელსაც ქვეყანაში გამეფებული დიქტატურის გამო შეუპყრია უკლებლივ ყველა. ამ ყველაფრის რეალისტური აღწერა ლიტერატურულ დრამას ქმნის.
ასტურიასმა სტუდენტობისას დაწერა მოთხრობა, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო რომანს სენიორ პრეზიდენტი". რომანი 1933 წელს დასრულდა, მაგრამ გამოქვეყნება მხოლოდ 1946 წელს მოხერხდა.
ასტურიასი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. 1967 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურაში, რის შემდეგაც გვატემალელმა მწერალმა მსოფლიოში მოიპოვა აღიარება.

მიმოხილვები და კომენტარები:

15 .90 ¢
მარაგი ამოიწურა
მარსელ პრუსტი

სვანის მხარეს

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

ფაუსტი l

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

ფაუსტი ll

ფიოდორ დოსტოევსკი

ძმები კარამაზოვები

ვირჯინია ვულფი

ორლანდო