საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
სეეს ნოტებოომი

რიტუალები ახალი

წელი: 2019
ყდა: რბილი
გვერდები: 196
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941304750

გაზიარება

მთარგმნელი:ანა კორძაია-სამადაშვილი

„რიტუალები“ ცნობილი ნიდერლანდელი მწერლის, მთარგმნელისა და ჟურნალისტის, სეეს ნოტებოომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ნაწარმოებია. სახასიათო, პოეტური ტექსტით გამორჩეულმა რომანმა, რომელშიც მსუბუქ თხრობას ოსტატურად ერწყმის ღრმად ფილოსოფიური თემები, გამოქვეყნებიდან (1983 წ.) მალევე გაუთქვა სახელი ნოტებოომს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში და არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო მოუტანა მას. რომანი, როგორც ამას მისივე სათაური მიგვანიშნებს, ადამიანის ცხოვრებას მრავალი რიტუალისგან შემდგარ ერთ გრძელ ჯაჭვად წარმოგვიდგენს. მთავარი გმირი, ინი ვინტროპი, ამსტერდამის მკვიდრი ორმოციოდე წლის მარტოხელა, საყვარელი ცოლისგან მოულოდნელად მიტოვებული მამაკაცი, თვითმკვლელობას გადაწყვეტს, მაგრამ ეს ამბავი მისი ისტორიის არც დასაწყისია და არც დასასრული. ინის ცხოვრებაში სხვადასხვა დროს იჭრება ორი მამაკაცი, რომლებსაც, ერთი შეხედვით, სამყაროს დიდ ქაოსში საკუთარი წესრიგისთვის მიუგნიათ. მათი ცხოვრების წესი, ფილოსოფია და სიკერპე ინი ვინტროპის გულში ღრმა კვალს ტოვებს და ერთგვარ გზის მანიშნებლად იქცევა მისი მომქანცველი ყოფის განმეორებადი რიტუალების ლაბირინთში.

მიმოხილვები და კომენტარები:

10 .90 ¢
ან შეიძინეთ 109 .00 ბონუს ქულით
+ 10.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ახალი
ლინდა ვუდჰედი

ქრისტიანობა - ძალიან მოკლე შესავალი

ახალი
საიმონ აშერვუდი, ჯონ პინდერი

ევროკავშირი - ძალიან მოკლე შესავალი

ახალი
რეიმონდ უაქსი

სამართალი - ძალიან მოკლე შესავალი

ახალი
იმრე კერტესი

უბედობა

ახალი
ჰენრი ჯეიმზი

მარწუხებში, ასპერნის წერილები