საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.
ედუარდ კრეიგი

ფილოსოფია - ძალიან მოკლე შესავალი ახალი

წელი: 2019
ყდა: რბილი
გვერდები: 170
ფორმატი: 11.10 X 14.70
ISBN: 9789941302817

გაზიარება

მთარგმნელი: ანინა ტეფნაძე

სამეცნიერო რედაქტორი მაკა ლაშხია

,,ეს საინტერესო შესავალი თითოეულ ჩვენგანში არსებულ ფილოსოფოსს ეხმიანება. კრეიგი მრავლისმომცველი, თუმცა არადამრიგებლური ტონით ესაუბრება მკითხველს და საგულდაგულოდ შერჩეული ნაშრომების დახმარებით უჩვენებს, რომ ფილოსოფია მხოლოდ აკადემიური სავარჯიშო კი არა, ყველასთვის მნიშვნელოვანი საგანია“.

ჯონ კოტინგჰემი, რიდინგის უნივერსიტეტი

როგორ უნდა ვიცხოვროთ? რა არსებობს? როგორ შეგვიძლია, რამე ვიცოდეთ? ეს ცოცხალი და საინტერესო წიგნი იდეალური გზამკვლევია ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც დაფიქრებულა, რას ემსახურება ფილოსოფია. ედვარდ კრეიგი ამტკიცებს, რომ ფილოსოფია უცხო პლანეტიდან არ მოსულა: მისი სწავლა მხოლოდ იმის განმტკიცებასა და გაღრმავებას ემსახურება, რაც ისედაც ვიცით. იგი გვიჩვენებს, რომ ფილოსოფია მხოლოდ ინტელექტუალების გასართობი როდია: პლატონის, ბუდისტი მწერლების, დეკარტის, ჰობსის, იუმის, ჰეგელის, დარვინის, მილისა და სიმონ დე ბოვუარის მსგავსი მოაზროვნეები რეალურ საჭიროებებსა და მოვლენებს პასუხობენ - მათი ნააზრევი ჩვენს ცხოვრებას ახლაც ცვლის და დღესაც გვაწუხებს საკითხები, მათ რომ აღელვებდათ.

ედუარდ კრეიგი კემბრიჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი და ჩერჩილის კოლეჯის საბჭოს წევრია. მას ხშირად იწვევენ ჰამბურგის, ჰაიდელბერგისა და მელბურნის უნივერსიტეტებში. მისი წიგნებიდან აღსანიშნავია „ღმერთის გონება და ადამიანის შემოქმედება“ (1987) და „ცოდნა და ბუნებითი მდგომარეობა“ (1990). ის რაუთლეჯის ფილოსოფიის ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორია.

მიმოხილვები და კომენტარები:

10 .90 ¢
ან შეიძინეთ 109 .00 ბონუს ქულით
+ 10.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ახალი
სტივ ბრიუსი

სოციოლოგია - ძალიან მოკლე შესავალი

ახალი
კენეთ მინოუგი

პოლიტიკა - ძალიან მოკლე შესავალი

ახალი
გრემ პრისტი

ლოგიკა - ძალიან მოკლე შესავალი

ახალი
ჯილიან ბატლერი, ფრედა მაკმანუსი

ფსიქოლოგია - ძალიან მოკლე შესავალი