საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ჯინი ბერდსოლი

პენდერუიკების ოჯახი ახალი

წელი: 2018
ყდა: რბილი
გვერდები: 222
ISBN: 9789941301803

გაზიარება

მთარგმნელი: ნიკა სამუშია
ზაფხული ხომ იმისთვისაა, რომ სადმე განსაკუთრებულ ადგილას წავიდეს ადამიანი? – ფიქრობენ დები პენდერუიკები და სიხარულს ვერ მალავენ, როცა მისტერ პენდერუიკი, მათი ბოტანიკოსი მამა, საზაფხულო აგარაკის პოვნასა და დაქირავებას მოახერხებს. პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე თორმეტი წლის როზალინდს, თერთმეტი წლის ანც სკაის, ათი წლის მომავალ მწერალ ჯეინს, ოთხი წლის მორცხვ ბეტის და მათ ძაღლს, ჰაუნდს, თავგადასავლებით აღსავსე აგვისტო ელით. კოტეჯი „არუნდელი“, რომელიც პენდერუიკებმა იქირავეს, მებაღეობით გატაცებული, ძალიან მკაცრი მისის ფრემლის მამულში დგას. მისის ფრემლის ბაღებში დაუკითხავად ხეტიალი ბავშვებისთვის აკრძალულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პენდერუიკები აკრძალვას არ უფრთხიან...

ჯინ ბერდსოლს, ისევე როგორც მისი წიგნის ერთ-ერთ გმირს, ჯეინს, თურმე 10 წლისას სურდა, მწერალი გამხდარიყო. თუმცა, 54 წლისამ გამოსცა პირველი წიგნი, რომელმაც მაშინვე მოიპოვა ამერიკის ეროვნული ჯილდო საბავშვო ლიტერატურისთვის. „პენდერუიკების ოჯახი“, სიკეთისა და მეგობრობის კლასიკური ამბავი, საუკეთესო საკითხავია როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მათი მშობლებისთვის.

მიმოხილვები და კომენტარები:

10 .90 ¢
ან შეიძინეთ 109 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 10.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
მალე
ჯენიფერ ბელი

მიწისქვეშელები-ქვიშის საათი

ახალი
ზბიგნიევ ჰერბერტი

ნატურმორტი ლაგამით

მალე
დაგლას ადამსი

სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი

ახალი
ოლეგ პანფილოვი

რუსულ-ქართული საინფორმაციო ომი