საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ნოველები სიყვარულზე

წელი: 2016
ყდა: რბილი
გვერდები: 312
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941236051

გაზიარება

მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე

წინამდებარე კრებული „ნოველები სიყვარულზე“ შედგება იოჰან ბორგენის თოთხმეტი ნოველისაგან. კრებულის უმთავრესი თემა, ბუნებრივია, სიყვარული და თანაცხოვრებაა (ხშირად სახალისო და მეტად უჩვეულო). ნოველების გმირები არაორდინარული, შინაგანი კონფლიქტებითა და ბავშვობისა თუ მოზარდობის დროინდელი კომპლექსებით დათრგუნვილი ადამიანები არიან და ცდილობენ სულისა და ცხოვრების ლაბირინთებში გზის გაკვლევას. 
ცნობილი ნორვეგიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იოჰან ბორგენი (1902-1979) დაიბადა ქრისტიანიაში (დღევანდელი ოსლო), შეძლებული ადვოკატის ოჯახში. მწერლის სახელის დამკვიდრებამდე იგი აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. წერდა ფელეტონებს, პიესებს, მუშაობდა თეატრში მრჩევლად, იყო ლიტერატურულ ჟურნალ „Vინდუეტ“‑ის რედაქტორი.  1925 წელს გამოიცა მისი სადებიუტო ნოველათა კრებული სახელწოდებით „უკუნეთისკენ“. როგორც მწერალს, ბორგენს აღიარება მოუტანა რომანმა „პატარა ლორდი“. იოჰან ბორგენი თხუთმეტი რომანის, ნოველათა ცხრა კრებულის, რვა პიესის, ბევრი ფელეტონისა და ესეს ავტორია. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია მრავალ ენაზე. ქართველი მკითხველი XX საუკუნის ამ აღიარებულ კლასიკოსს პირველად გაეცნობა. 

მიმოხილვები და კომენტარები:

10 .90 ¢
მარაგი ამოიწურა
ჟოზეფ კესელი

დღის ლამაზმანი