საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

მუსიკა - ილუსტრირებული ისტორია

წელი: 2014
ყდა: მაგარი
გვერდები: 400
ფორმატი: 25.00 X 30.00
ISBN: 9789941231773

გაზიარება

"მუსიკა კაცობრიობის უნივერსალური ენაა" - ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო
მუსიკა მსმენელში ყოველთვის ემოციების მთელ კასკადს აღძრავდა, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანას, კულტურასა თუ კლანს მიეკუთვნებოდა იგი. მუსიკას ეკავა ძირითადი ადგილი ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობასა თუ რელიგიურ რიტუალებში, ის იყო გართობის, დასვენებისა და ხშირად შემეცნების მნიშვნელოვანი საშუალებაც. შესაბამისად, მუსიკამ განვითარების დიდი და რთული გზა განვლო. ყველაფერი ნიჟარებისა და ძვლებისაგან დამზადებული უძველესი საკრავებით დაიწყო და დღემდე  დახვეწილი ელექტროგიტარებითა თუ სინთეზატორებით გრძელდება.
ეს ყოვლისმომცველი ილუსტრირებული სახელმძღვანელო ყველა მნიშვნელოვანი ჟანრის წარმოშობის ისტორიას მოგვითხრობს – შუა საუკუნეების საგალობლებით დაწყებული, პომპეზური კლასიციზმით, თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზით, როკით, ჯაზით, ჰიპ-ჰოპითა და პოპით დამთავრებული. აქ აღმოაჩენთ მთელი მსოფლიოს საკრავების ოჯახებს; ნახავთ, როგორ განვითარდა ფორტეპიანო და ვიოლინო; შეხვდებით საკულტო ფიგურებს – მოცარტს, ბეთჰოვენს, ჯორჯ გერშვინს, ელვის პრესლის, ჯონ ლენონს, დევიდ ბოუის... 
გაეცნობით პოპულარულ ნაწარმოებებს – სონატებს, ოპერებსა თუ სიმფონიებს, და გაიგებთ, როგორ შეცვალა მუსიკამ სამყარო.

მიმოხილვები და კომენტარები:

59 .90 ¢
ან შეიძინეთ 599 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 59.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას