საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.

მტკვარი და მისი ორი ნაპირი

წელი: 2013
ყდა: მაგარი
გვერდები: 232
ფორმატი: 24.50 X 25.00
ISBN: 9789941158155

გაზიარება

ლეგენდა თბილისზე (მონადირე მეფით, ბაზიერებითა და ცხელ წყაროში დამდუღრული ხოხბითა და მიმინოთი) ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. თუმცა, მეცნიერების მტკიცებით, რომ არა მტკვარი და ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობები, მეფის ბრძანების მიუხედავად, ვერ გაშენდებოდა ქალაქი, რომელიც, დემნა შენგელაიას თქმით, თავისი აზრითა და მნიშვნელობით მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე ქართული ქალაქი. 
მრავალი საუკუნის განმავლობაში მტკვარი იყო თბილისის – მისი ყოფისა და კულტურის – ნაწილი, მისი სასიცოცხლო ძარღვი, რომლის ორივე ნაპირზე სიცოცხლე დუღდა, ჩქეფდა და თავად მტკვარივით აზვირთებული მიედინებოდა. თუმცა ეს მხოლოდ მანამ, სანამ კომუნისტებმა მტკვარი „გრანიტის აკვანში“ არ ჩააწვინეს და საავტომობილო მაგისტრალებით არ ჩახერგეს მის ტალღებამდე მისასვლელი გზები. შედეგად მტკვარი დაიკარგა, გაქრა თბილისელთა ყოფიდან... 
ეს წიგნი მტკვრის ილუსტრირებული ბიოგრაფიაა, მისი კულტურული თავგადასავალი თბილისის ფარგლებში; და თან ერთგვარი მცდელობაა, ქალაქს დაუბრუნოს დაკარგული, მივიწყებული, ყველასგან მიტოვებული „დედამდინარე“, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი უწოდებდა მტკვარს.

მიმოხილვები და კომენტარები:

39 .90 ¢
ან შეიძინეთ 399 .00 ბონუს ქულით
+ 39.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ახალი
ნინი ფალავანდიშვილი

საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში

ახალი
სალომე აფხაზიშვილი

სოციალური სიცილი

ზურა შევარდნაძე

ბაღში, როგორც სცენაზე