საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

მორიდებული ზურმუხტი

წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდები: 552
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941239250

გაზიარება

აკა მორჩილაძის ახალ რომანში თბილისს ფოთი ჰქვია, ფოთს კი – თბილისი. იმპერატორის საგანგებო ბრძანებით გადაურქმევიათ სახელები ქალაქებისთვის და ამაში მეტად ჩახლართული აზრი ჩაუდიათ. რომანშიც ყველაფერი ასეა ჩახლართული. გასაოცარი ამბავი დიდი ამბოხებისა, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს – თბილისსაც, ფოთსაც, ქუთაისსაც და დაუსახლებელ ტყეებსაც, ერთი მხრივ, სრულიად დაუჯერებელია, თუმცა, იმდენად დამაჯერებლადაა მოთხრობილი, რომ მის ნამდვილობაში მკითხველს ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარება. წიგნს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, მის პერსონაჟებს არ იცნობს საქართველოს ისტორია, თუმცა კითხვისას მყარია შთაბეჭდილება – "ისტორიულ რომანს ვკითხულობ". ასევე მყარია შთაბეჭდილება – "ეს პასაჟი მეცნობა". საიდან? ამის გაგებაში მკითხველს ბოლო გვერდზე მოცემული "გამოყენებული ლიტერატურა" დაეხმარება. "მორიდებული ზურმუხტი" უამრავ ალუზიას შეიცავს ამ ბევრი დიდი და კარგი წიგნიდან.

მიმოხილვები და კომენტარები:

15 .90 ¢
ან შეიძინეთ 159 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 15.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ახალი
გოგი ოჩიაური

ხევსურული მოთხრობები

ახალი
რატი მუჯირი

ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი

ახალი
ნეფერტარი

ბედუინი

შოთა რუსთაველი

ვეფხისტყაოსანი