საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.

მელორი ტაუერსი (წიგნი პირველი) მალე

წელი: 2019
ყდა: რბილი

გაზიარება

მთარგმნელი: მაია წითაძე

მელორი ტაუერსი პანსიონის ტიპის სკოლაა ინგლისში. აქ მხოლოდ გოგონები სწავლობენ და აქვე ცხოვრობენ. ისინი ლონდონიდან მატარებლით ჩამოდიან და არდადეგებამდე რჩებიან.

დარელი, ელი, ალისია, მარი ლუ და გონდოლინა სწორედ პანსიონში შეხვდებიან ერთმანეთს. ერთად იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას ოჯახისგან შორს; მეცადინეობენ, ერთობიან, უშვებენ შეცდომებს და აღწევენ წარმატებებს. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც ჯერ არც მობილური ტელეფონი არსებობს და არც კომპიუტერი; გოგონები მშობლებთან წერილებს ფოსტით აგზავნიან და მათგან პასუხს ელოდებიან.

მელორი ტაუერსის გმირებთან ერთად ნამდვილად არ მოიწყენთ და იქნებ საკუთარი თავი ცოტა ხნით მაინც ნამდვილი პანსიონის მოსწავლეებად იგრძნოთ!

მიმოხილვები და კომენტარები:

00 .00¢
მალე
ახალი
მაკა მიქელაძე

ოკრო-ბოკრო