საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

მე წითელი მქვია

წელი: 2017
ყდა: რბილი
გვერდები: 520
ფორმატი: 14.50 X 21.50
ISBN: 9789941238703

გაზიარება

მთარგმნელი: ლია ჩლაიძე

თურქი მწერალი ორჰან ფამუქი 1952 წელს სტამბოლში დაიბადა. ის უზომოდ პოპულარულია როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მიღებული აქვს არაერთი ევროპული და ამერიკული ლიტერატურული ჯილდო, 2006 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. 
ფამუქის ათამდე რომანიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული, „მე წითელი მქვია'', რომელიც 30-მდე ენაზეა თარგმნილი, პირველად 1998 წელს გამოვიდა და სამ კვირაში 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. რომანში 1591 წლის თოვლიან სტამბოლში ცხრა დღეში განვითარებული სიუჟეტის ფონზე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები ეჯახება ერთმანეთს. ამაზე, და ჯერ ერთი მხატვრის, შემდეგ კი მხატვართუხუცესის მკვლელობის თაობაზე, თავად მკვლელი, მოკლულები, მათი მეგობრები და ნათესავები, ძაღლები, ხეები და ნახატებიც კი ცალ-ცალკე მოგვითხრობენ. 
ავტორის შეფასებით, „მე წითელი მქვია'' ყველაზე ფერადოვანი და ოპტიმიზმით აღსავსე წიგნია. შესანიშნავი თარგმანის წყალობით, ქართველი მკითხველი პირველივე გვერდებიდან დარწმუნდება, რომ ეს მართლაც საოცრად ლამაზი და შთამბეჭდავი რომანია, იმ მხატვრების ნახატებივით დიდებული და მრავალფეროვანი, რომლებსაც ამავე რომანის გმირები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ფადიშაჰის წიგნთსაცავისთვის.

მიმოხილვები და კომენტარები:

15 .90 ¢
ან შეიძინეთ 159 .00 ბონუს ქულით
კალათაში ჩამატება
+ 15.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
მალე
ჯენიფერ ბელი

მიწისქვეშელები-ქვიშის საათი

ახალი
ზბიგნიევ ჰერბერტი

ნატურმორტი ლაგამით

მალე
დაგლას ადამსი

სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი

ახალი
ოლეგ პანფილოვი

რუსულ-ქართული საინფორმაციო ომი