საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.

მადათოვი ტრილოგია

წელი: 2018
ყდა: რბილი
გვერდები: 712
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941302053

გაზიარება

XIX საუკუნის თბილისის კოლორიტული სურათები; მადათოვის კუნძულზე ნაპოვნი თბილისელი მამათმავლის გვამი – მკვლელობა, რომლის გამოძიებაც მრავალი დაფარული საქმის კვალს ააშკარავებს; უამრავი გამოგონილი თუ ისტორიულ-ლიტერატურული პერსონაჟი; პაროდია, იუმორი, ირონია, მწერლის საოცრად მრავალფეროვანი ენა; და ბოლოს – სრულიად ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც ხვდები, რომ მადათოვის ოცდაათწლიანი ისტორია XXI საუკუნეში შექმნილი კომპიუტერული თამაში "მეჯიქ პოლისი" ყოფილა.

მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი რომანები: "გადაფრენა მადათოვზე და უკან", "გაქრები მადათოვზე" და "ვეშაპი მადათოვზე" 1998-2004 წლებში ცალცალკე გამოიცა და თითოეულმა მათგანმა მაშინვე მოიპოვა თვით ყველაზე პრეტენზიული კრიტიკოსების აღიარება. "მადათოვის ტრილოგიას" პროფესიონალი ლიტერატორები და გემოვნებიანი ლიტერატურის მოყვარულები ერთხმად ასახელებენ საეტაპო წიგნად და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ რომანად.

მიმოხილვები და კომენტარები:

20 .90 ¢
ან შეიძინეთ 209 .00 ბონუს ქულით
+ 20.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას