საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
წელი: 2016
ყდა: რბილი
გვერდები: 492
ფორმატი: 13.00 X 19.50
ISBN: 9789941235665

გაზიარება

მთარგმნელი: თამარ ლომიძე

ვლადიმირ ნაბოკოვი – XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული და სკანდალური მწერალი – რუსეთის იმპერიაში, სანქტ-პეტერბურგში დაიბადა. 1919 წელს მწერლის არისტოკრატული ოჯახი ემიგრაციაში წავიდა; ინგლისსა და გერმანიაში ახალგაზრდა ნაბოკოვი პოეტ-ნოველისტად გაიცნეს.
მეორე მსოფლიო ომამდე მწერალი პარიზშიც ცხოვრობდა, იქიდან კი გერმანულ ჯარებს გაექცა აშშ-ში, სადაც დაიწყო მისი, როგორც პროზაიკოსის აღმასვლა. გარდა მწერლობისა, ნაბოკოვი ლეპიდოპტერიისა და ჭადრაკის საფუძვლიანი მცოდნეც იყო.
ნაბოკოვის ნაწარმოებებს შორის უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია „ლოლიტას", რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. „ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება" – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი „ჭკუამხიარული" ამერიკის შეჯახებაა დახატული. „ლოლიტა" სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონიური აღწერით.

მიმოხილვები და კომენტარები:

14 .90 ¢
ან შეიძინეთ 149 .00 ბონუს ქულით
+ 14.90 ბონუს ქულა
წიგნის შეძენისას
ჟოზეფ კესელი

დღის ლამაზმანი

ახალი
კარლ უვე კნაუსგორი

ჩემი ბრძოლა

მალე
იზაბელ ალიენდე

სულების სახლი

00. 00 ¢
მალე
იზაბელ ალიენდე

სულების სახლი